გირჩის რელიგიური ორგანიზაცია წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება გირჩის ერთ-ერთი მთავარ პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, სანამ ეს მოხდება, პარტიის წევრებმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდათ, გამოსავალი იპოვეს - მათ დააფუძნეს რელიგიური ორგანიზაცია. აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.
On.ge-ს ინფორმაციით, გირჩის წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის მიერ კურთხეულმა ხუთმა სასულიერო პირმა, იგივე წვევამდელმა, სწორედ ამ გზით შეძლო სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთი წლით გადავადება. იმის გამო, რომ აღნიშნულ პირებს ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ სურთ, On.ge თავს იკავებს მათი სახელების გასაჯაროებისგან.
გირჩის წევრებმა 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელია პარტია გირჩის წევრი ნიკა ობოლაძე. ის საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახურია. ამ ეკლესიის დამფუძნებლები, ნიკა ობოლაძის გარდა, ასევე არიან მღვდელმსახურები აჩო ხაჩიძე და ლევან ჯგერენაია.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, რელიგიური გაერთიანება ბიბლიური თავისუფლების მმართველობითი ორგანოა დამფუძნებელთა კრება. კრების კომპეტენციას განეკუთვნება:
- სხვადასხვა რანგის ღვთისმსახურთა კურთხევა;
- რელიგიური ცერემონიალის ჩატარება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
გირჩში ამბობენ, რომ პარტიას, თვეების განმავლობაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების კუთხით დახმარების თხოვნით, უამრავმა ახალგაზრდამ მიმართა. პარტიის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში მათ სცადეს ყველა შესაძლო გზა, თუმცა "სახელმწიფო სისტემა აღმოჩნდა შეუვალი, როგორც ადამიანის უფლებების, ისე ეკონომიკური არგუმენტებისთვის."
"ამის შემდეგ გირჩმა დაიწყო ფიქრი ბრძოლის ალტერნატიულ გზებზე და ჩვენ ვიპოვეთ ასეთი გზა," - უთხრეს On.ge-ს გირჩში. დახმარება კი შემდეგში მდგომარეობს:
გირჩის წევრთა მიერ დაფუძნებული საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება წვევამდელებს ანიჭებს მღვდელმსახურის წოდებას. ორგანიზაცია ამის დამადასტურებელ მოწმობასაც გასცემს, რომელსაც ხელს აწერენ გირჩის წევრი, მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე და ორი ეპისკოპოსი, ასევე გირჩის წევრები - არჩილ ხაჩიძე და ლევან ჯგერენაია. აღნიშნული ცნობა კი, არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიხედვით, საკმარისია სავალდებულო სამსახურის გადასავადებლად.
"ეს არის 100 პროცენტით ლეგალური გზა და თუ სახელმწიფო მაინც შეეცდება 1 წლით მათ მონებად გადაქცევას, ჩვენ სასამართლოში დავიცავთ თითოეულ მათგანს," - ამბობენ გირჩში.
გირჩში ამბობენ, რომ მათი წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის არსი და მიზანი არის თავისუფლების რწმენა და მისთვის ბრძოლა:
"აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს თავისუფლების მნიშვნელოვან ღირებულებად აღიარებას, რაც არც ერთი სხვა რელიგიური კონფესიასთან არ მოდის წინააღმდეგობაში. ვისაც არ დავეხმარებით, ესენი არიან ფაშისტები და ჰომოფობები და ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა."
On.ge დაუკავშირდა მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსს, გოჩა ხარშილაძე, რომელმაც გვითხრა, რომ სავალდებულო სამსახურის გადავადების მიზნით, მღვდელმსახურს თვითმმართველ ერთეულში მიაქვს ცნობა შესაბამისი კონფესიიდან. როგორც ხარშილაძემ გვითხრა, სახელმწიფო უწყებები საქმის კურსში არიან გირჩის წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიურ გაერთიანებაზე:
"რაც შეეხება ბიბლიურ თავისუფლებას, ეს შესწავლის საგანია და ამაზე ვერ გიპასუხებთ ვერაფერს. თვითმმართველები სწავლობენ ამ თემას."
ხარშილაძე ასევე ადასტურებს, რომ აღნიშნული ორგანიზაციიდან გაცემული ცნობით ნამდვილად მიმართეს სავალდებულო სამსახურის გადავადების თხოვნით, თუმცა, რამდენს გადაუვადეს, ეს ინფორმაცია, მისივე თქმით, შესაბამისი თვითმმართველობაში უნდა გავარკვიოთ. On.ge ამ დროისათვის რამდენიმე თვითმმართველობისგან ელოდება წერილობით პასუხს.
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა



კომენტარები