პირველი ქართული ულაქტოზო რძე — ახალი ნატურალური პროდუქტი სანტესგან
ფოტო: სანტე
მეცნიერები და ექიმები დიდი ხანია თანხმდებიან, რომ რძე შეუცვლელი პროდუქტია როგორც ბავშვთა, ისე მოზარდთა კვებაში. თუმცა, ნებისმიერი ცხოველური რძე შეიცავს ლაქტოზას, რძის შაქარს, რომელსაც ყველა ადამიანის ორგანიზმი ერთნაირად არ იღებს. ამ ფიზიოლოგიურ მოვლენას ლაქტოზის აუტანლობას უწოდებენ და ის მსოფლიო მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. ყურყური, მუცლის შებერილობა, დისკომფორტი — ეს ის ხშირი ნიშნებია, რომლებიც ლაქტოზის აუტანლობისას ადამიანებს რძის მიღების შედეგ უვითარდებათ.
დღეს სპეციალური ტექნოლოგიით ულაქტოზო რძის წარმოება უკვე შესაძლებელია. ამიტომ, ადამიანები სულ უფრო იშვიათად ამბობენ უარს ამ აუცილებელ პროდუქტზე. ულაქტოზო რძეს საქართველოშიც ხელმისაწვდომია, თუმცა, აქამდე ის მხოლოდ უცხოეთიდან შემოჰქონდათ და მისი არჩევანიც მწირი იყო. ეს რეალობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც სანტემ პირველი ქართული ნატურალური ულაქტოზო რძე შექმნა.
რატომ გახდა აუცილებელი ულაქტოზო რძის საქართველოში წარმოება და რა კვებითი ღირებულებების მატარებელია პროდუქტი? — ამის შესახებ რძის მწარმოებელი კომპანია სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების წარმოების ხარისხის მენეჯერს, ლაშა მანძულაშვილს ვესაუბრეთ.
რატომ გადაწყვიტეთ, რომ ულაქტოზო რძე საქართველოშიც გეწარმოებინათ, რატომ გახდა ეს აუცილებელი?
ფოტო: სანტე
ჩვენი კომპანია მაქსიმალურადაა ორიენტირებული მომხმარებელზე და მუდმივი მონიტორინგის საფუძველზე, ვცდილობთ, მათ ინოვაციური პროდუქცია შევთავაზოთ. ლაქტოზის აუტანლობა ხშირია არა მხოლოდ მოზრდილებში, არამედ ბავშვთა ასაკშიც — მსოფლიოში, საშუალოდ, ყოველი მეხუთე ბავშვი ამ პრობლემით იბადება. ლაქტოზის აუტანლობა საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს პოპულაციაშიც. არადა, მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ენდემური პროდუქტის მიღება, მით უმეტეს, თუ ის ყველა კვებით ღირებულებას აკმაყოფილებს.
გარკვეული კვლევების საფუძველზე მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ქართველი მომხმარებლისათვის ადგილობრივი ულაქტოზო რძე შეგვეთავაზებინა. შედეგად, ახლა უკვე გრძელვადიანი უცხოური პროდუქტის ნაცვლად, გვაქვს ადგილობრივი წარმოების ლაქტოზისგან თავისუფალი რძე — "მსუბუქი დღე".
რით განსხვავდება ულაქტოზო რძე და მისი კვებითი ღირებულება ჩვეულებრივი რძისგან?
ფოტო: სანტე
ლაქტოზის გაუვნებლება რძეში სპეციალური ტექნოლოგიით ხდება, რაც საშუალებას გვაძლევს შევუნარჩუნოთ რძეს ყველა ის ნივთიერება, რომელიც აუცილებელია მიკროელემენტების დღიური ნორმის შესავსებად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სანტეს ულაქტოზო რძის წყალობით შეგვიძლია ლაქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას ისე ვებრძოლოთ, რომ, ამავდროულად, სრულფასოვანი რძის მიღება შევძლოთ. ამასთან ერთად, ულაქტოზო რძე ჩვეულებრივისგან განსხვავებით ოდნავ მოტკბო გემოთი გამოირჩევა, რაც ხშირად უფრო მოსწონთ კიდეც როგორც პატარებს, ისე მოზრდილებს.
კონტროლის რა მექანიზმს გადის ულაქტოზო რძე, სანამ ის დახლებზე მოხვდება?
ფოტო: სანტე
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ წარმოებისას პროდუქტს "ადამიანის ხელი არ ეხება". პროცესი მთლიანად სპეციალიზებული დანადგარების მეშვეობით კონტროლდება. როგორც წარმოების, ისე შეფუთვის მექანიზმი საშუალებას გვაძლევს, დახლებამდე 100%-ით სუფთა და, ამავდროულად, სასარგებლო პროდუქტი მივიტანოთ.
გარდა ამისა, სტანდარტულად, როგორც სანტეს ყველა პროდუქტი, მათ შორის, ულაქტოზო რძეც ხარისხის მკაცრ კონტროლს გადის, რაც გულისხმობს მიკრობიოლოგიურ და ფიზიკურ-ქიმიურ ანალიზს. ყოველი პარტია მოწმდება ლაქტოზის შემცველობაზეც. მინდა დარწმუნებული იყოს სანტეს მომხმარებელი, რომ დახლებზე პროდუქცია მხოლოდ მთელი რიგი კვლევების შემდეგ ხვდება.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები