არ ვიცი რა არის არასამართლიანი განცხადებაში, რთულია კომენტარის გაკეთება მათ განცხადებებზე — ჰარცელი "ოცნების" კრიტიკაზე
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე ელჩის მიმართ ქართული ოცნების კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ არ იცის რა იყო არასამართლიანი მის განცხადებაში და ამიტომ რთულია მისთვის ამაზე კომენტარის გაკეთება.
"არ ვიცი რა არის არასამართლიანი რომელიმე განცხადებაში, რთულია კომენტარის გაკეთება მათ განცხადებებზე. მათემატიკური ფორმულა ასე მუშაობს, რომ პარლამენტში რაც უფრო ნაკლებია ათვისებული მანდატები, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი. ევროკავშირი ბევრს მუშაობდა და ძალიან დიდი ძალისხმევაც ჩადო, რომ პარლამენტი ყოფილიყო ინკლუზიური, მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების გათვალისწინებით, მაგრამ როგორ აისახება ეს პროცესი შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, ჯერჯერობით უცნობია, მათ შორის, ფრაქციების დაკომპელქტების ნაწილში. ვნახოთ რა იქნება", — თქვა ელჩმა.
16 თებერვალს კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტა შესაძლოა, პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ პარლამენტი მთავარი პოლიტიკური დებატებისა და წინსვლისთვის გამოიყენონ. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ კვლავ ვერ ხედავს ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს.
ამის პასუხად ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჰარცელის განცხადებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით სამართლიანი და ობიექტური არ არის, სწორედ ამიტომ მათთვის საინტერესო არაა.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
კომენტარები