4 რამ სექსისა და სექსუალობის შესახებ, რაც მოზარდებმა (და მოზრდილებმაც) უნდა იცოდნენ
ფოტო: Lorelyn Medina / Shutterstock
სკოლაში სექსუალური განათლების მიღების შესახებ დებატები უკვე წლებია მიმდინარეობს და ეს წმინდად ქართული მოვლენა არ არის. ამ ტიპის განათლების სკოლაში მიცემის მოწინააღმდეგენი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან. წინააღმდეგობა ამ საკითხის მიმართ, ისევე როგორც ბევრი სხვა თემასთან მიმართებით, ძირითადად გაუთვიცნობიერებლობითაა გამოწვეული.
მაგალითად, არსებობს მოსაზრება და რწმენა, რომ სექსუალური განათლების გაკვეთილებზე ბავშვებს "გარყვნილება" უნდა ჩაუნერგონ. ხშირად მოისმენთ ფრაზებს, რომ მსგავსი ტიპის განათლება ბავშვებმა ოჯახში უნდა მიიღონ. თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთ თემებზე საუბარი ქართული ოჯახებში მაინცდამაინც ხშირად ან კომპეტენტურად სულაც არ იმართება და სექსუალურ განათლებას მოზარდები, ძირითადად, ქუჩაში, თავისზე უფროსი მოზარდების ან თანატოლებისგან იღებენ და ეს ინფორმაცია იმდენად არასწორია, რომ ბავშვებში გარკვეულ სტერეოტიპებს წარმოშობს.
არის შემთხვევები, როდესაც, ბავშვები, ინფორმაციას სექსის შესახებ პორნოგრაფიიდან იღებენ. ეს კი, ყველამ ვიცით, რამდენად არასწორ წარმოდგენებს ქმნის სექსისა და სექსუალობის შესახებ.
მოზარდებისთვის სექსისა და სექსუალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია და ამის შესახებ მსოფლიოს ყველა კუთხეში აქტიურად მსჯელობენ.
1. რომ "ჩემი სხეული მე მეკუთვნის"
ფოტო: radicalbuttons / Instagram
"თანხმობა სექსზე. ეს ყველგან უნდა ისწავლებოდეს. ვიხედები ჩემს წარსულში და ვფიქრობ, რომ ამის შესახებ მეტი რომ ესწავლებინათ ბევრად უკეთესი ცხოვრება მექნებოდა. იმის გამო, რომ არ ვიცოდი, რომ ჩემ გარდა არავის აქვს ჩემი სხეულის ფლობის უფლება 6 წლის განმავლობაში ძალადობრივ ურთიერთობაში ვიყავი. ამ თემაზე უფრო მეტი რომ ესწავლებინათ, მეცოდინებოდა, რომ ჩემი სხეული მე მეკუთვნის და სხვას არავის." - ამბობს 24 წლის აიშა კანადიდან.
სექსზე თანხმობასა და გაუპატიურებაზე, იმ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, ერთგვაროვანი პოზიცია, სამწუხაროდ, არ არსებობს - რაც იმის ნიშანია, რომ კაცობრიობა ჯერ კიდევ ვერ მივიდა ელემენტარულ შეგნებამდე რომ ადამიანის სხეული სწორედ მას ეკუთვნის და სხვას არავის.
ხშირია მსხვერპლის დადანაშაულების შემთხვევებიც, რომ თითქოს მან არასაკმარისი წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს ან ხმამაღლა არ თქვა "არა!", უფრო მეტიც, მაჩოისტური კოდექსის მიხედვით არა ხანდახან კისაც ნიშნავს, თურმე. და ამ ამაზრზენ წარმოდგენას მოზარდები ქუჩაში უაპელაციოდ იღებენ.
ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს და უკვე მოზრდილ ადამიანებსაც, რომ არა, ყოველთვის ნიშნავს არას!
ამ პრობლემას ნორმალურად ქართველი პოლიტიკოსებიც კი არ იცნობენ. ახლა რა სიტუაცია არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ არც ისე სახარბიელო, როგორც ადრე. მაგალითად, მახსოვს, რომ ერთ-ერთი მოწვევის პარლამენტში განიხილებოდა კანონიერ ქორწინებაში მყოფ ქალთან ძალადობრივი სექსუალური აქტის კრიმინალიზების საკითხი. განხილვის დროს პარლამენტის მაშინდელი წევრები მომხსენებელ ქალს დამცინავი რეპლიკებით ესაუბრებოდნენ და სხდომაზე რამდენჯერმე გაისმა ასეთი ფრაზა: "ეხა ცოლს ვკითხო როდის მინდა სექსი?" ანუ გამოდის, რომ ქართველ კანონმდებლებს მისაღებად მიაჩნდათ ცოლის გაუპატიურება.
2. რომ "ორგაზმი ბუნებრივი მოვლენაა და ამის გამო თავს დამნაშავედ არ უნდა გრძნობდე"
"სექსი ამერიკაში ტაბუდადებულია და მის პოზიტიურ ასპექტებზე საერთოდ არ ვსაუბრობთ. არადა ცნობილია, რომ ორგაზმი სტრესს აქრობს და ისეთი დაავადებების რისკსაც კი ამცირებს, როგორიც პროსტატის კიბოა. კარგი იქნებოდა ჩვენთვის თავიდანვე ესწავლებინათ, რომ პარტნიორთან ურთიერთშეთანხმებით სექსის ქონა ცუდი არ არის და ორგაზმის გამო თავს დამნაშავედ არ უნდა ვგრძნობდეთ." - უცნობი, აშშ.
თქვენ, შეიძლება უკვე იცით, ან თუ არ იცით ამ ადამიანის სიტყვებიდან გაიგებდით, რომ აშშ-ში სექსის მიმართ არც თუ ისე გახსნილი დამოკიდებულებაა, როგორც ეს პოპკულტურაში ჩანს და როგორიც ჩვენი სტერეოტიპები გვკარნახობენ. ამ ფრაზიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ამერიკელი უცნობი კაცია. საქმე ისაა, რომ ამერიკულ პურიტანულ და რელიგიურ საზოგადოებებში სექსის საკრალიზება ორივე სქესისთვის ხდება.
ჩვენს კულტურაში კი მკვეთრად განსხვავებული სიტუაციაა. ქართულ მასკულინურ მაჩოიზშმი, მამაკაცის ორგაზმსა და მის სექსუალურ თავგადასავლებთან პრობლემა არავის აქვს. პირიქით, ჩვენში ბიჭები მცირე ასაკიდან ერთვებიან არაჯანსაღ სექსუალურ ურთიერთობებში - ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ცხადია, ე.წ. დავაჟკაცების ტრადიციას ვგულისხმობ. გარდა ამისა, ბიჭებისთვის შეიძლება და "მოსულა" ქორწინებამდე უამრავი სექსუალური პარტნიორის ყოლა და ამას, ხშირად, ე.წ. საცოლეები და შეყვარებულებიც კი უწყობენ ხელს და ამბობენ, რომ "არაუშავს თუ ქორწინებამდე ერთი ორს გაივლის".
ეს მანკიერება, რომელიც რელიგიური კუთხით, ქართველი ადამიანების ტვინში მრუშობაშიც კი არ გადის, ქორწინების შემდეგაც აქტიურ საკითხად რჩება. ამ რიტორიკას კი, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, თავად ქართველი ქალები მიმართავენ. მაგალითად, ტელევიზორსა და სხვადასხვა ინტერნეტგამოცემებში ხშირად ნანახი ქართველი სელებრითები, რომლებიც მანდილს და სანთელს ხელიდან არ აგდებენ, აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ქმარი თუ სხვასთან ისე უღალატებს, რომ თვითონ ვერ გაიგებს ან სულაც უცხოეთში ყოფნისას თუ "გაიგულავებს" ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.
სამაგიეროდ სექსი და მით უფრო, სექსისგან სიამოვნების მიღება, თითქმის დანაშაულის ტოლფასია ქართველი ქალებისთვის.
ამის მაგალითად, ე.წ. ბუსუსებიანი პრეზერვატივების წინააღმდეგ არსებული ბრძოლაც საკმარისი არგუმენტია. როგორც ამ საკითხზე დებატების დროს გაირკვა, პრობლემა ისაა, რომ პრეზერვატივზე არსებული ბუსუსები ქალს იმაზე მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე შეიძლება უბუსუსო კონდომით მიიღოს. ეს კი, ქართველი პარლამენტარების აზრით, დაუშვებელია. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უკან გაიწვია, სკოლიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ჩვეულებრივი კონტრაცეპტივების გაყიდვას არ კრძალავდა, ანუ ბავშვებს რომ სადმე გამოდებული პრეზერვატივი ენახათ ეს პრობლემა არ იყო, მაგრამ ვაითუ რომელიმეს გაეგო, რომ არსებობს პრეზერვატივი, რომელიც ქალს, და თანაც ქართველს, სიამოვნებას ანიჭებს, ხომ დაიღუპებოდა ქვეყნის ზნე და მორალი?
ეჭვი მაქვს, ბევრი ადამიანი იტყვის, რომ სექსუალური განათლება სკოლაში სწორედ იმიტომ არ უნდა იყოს დანერგილი, რომ ბავშვებს ორგაზმის შესახებ არ ასწავლონ. მათ კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ორგაზმი არ არის გარყვნილება, ეს თვითონაც კარგად იცით. ორგაზმი არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოვლენა და მის შესახებ ინფორმაციას ანატომიის გაკვეთილების დროსაც კი უნდა იღებდნენ მოსწავლეები. კიდევ ერთხელ - ორგაზმი გარყვნილება არ არის!
3. რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არსებობს და მათი პრევენცია შესაძლებელია
ფოტო: Lemon Tree Images / Shutterstock
"უნდა ასწავლიდნენ, რომ სექსუალური გზით გადამდები ინფექციები არსებობს და მათი თავიდან აცილება დაცული სექსით არის შესაძლებელი და რომ ყოველთვის უნდა იცავდე თავს თუ გინდა დაავადება ან დაუგეგმავი ორსულობა თავიდან აიცილო," - უცნობი, აშშ.
სექსუალური განათლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ სექსუალური გზით გადამდები ინფექციების შესახებ ცნობადობის გაზრდა და მათი პრევენციაა. ამ ტიპის დაავადებების შესახებ მოზარდები ინფორმაციას ქუჩაში იღებენ, ძირითადად პოსტ-ფაქტუმ. მას შემდეგ რაც თვითონ "აიკიდებენ" რამეს ან ვინმე მათი მეგობარი ყვება მითიურ ამბებს.
ალბათ ერთ ადამიანს მაინც იცნობთ, რომელსაც რაღაც დაავადება გადმოდებია პარტნიორისგან ან თავად გადაუდია ვინმესთვის. შემდეგ იწყება თინეიჯერული ეპოპეა ექიმებთან, რომელსაც, როგორც წესი უბანში ტრაბახი მოჰყვება, რომ "აი, რაღაც აიკიდა" - ეს თავისთავად სტატუსის განმსაზღვრელია, რადგან სექსუალური გზით გადამდები ინფექციის ქონა, ცხადია, ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ პერსონაჟს სექსი ჰქონდა.
ამ ასაკში, კონდომი, როგორც წესი ისეთივე საკრალური და ტაბუდადებული ნივთია, როგორც თავად სექსი. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი წარმოდგენა და დამოკიდებულება პრეზერვატივის მიმართ ადამიანებს ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ.
სწორედ ამიტომ უნდა ისწავლებოდეს პრევენცია და კონტრაცეპცია ადრეული ასაკიდან, რომ მოზარდებმა თავიდან აიცილონ ჯანმრთელობის პრობლემები და სტრესი, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვება.
4. რომ მასტურბაცია არც დანაშაულია და არც საზიანო
მასტურბაცია სექსუალობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხია. ამ აქტის შესახებ უამრავი მითი გექნებათ გაგონილი.
საზოგადოებრივ წარმოდგენებში მასტურბაცია არის სირცხვილი და ხშირ შემთხვევაში დანაშაულიც კი. ეს არის აქტი, რომელსაც ყველა მოზარდი ახორციელებს და ცხადია, ამის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ ხშირია მოზარდების დაშინება, დაცინვა, შერცხვენა და ა.შ.
ხოლო როგორც ერთხელ აღმოვაჩინე, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას გოგოების შემთხვევაში. მაგალითად, ჩემმა ერთმა მეგობარმა, ვსაუბრობდით რა, თინეიჯერობაზე, სტერეოტიპებზე და ა.შ. მითხრა, რომ დღემდე, მიუხედავად დიდი ასაკისა და მიუხედავად იმისა, რომ იცის, რომ მასტურბაციაში არაფერი ცუდი, არც ფიზიოლოგიურად და არც მორალურად, არ არის, ყოველი აქტის შემდეგ თავს დამნაშავედ გრძნობს და საკუთარი თავი ეზიზღება კიდეც. ამ დამოკიდებულებას ის რაციონალიზაციას ვერ უკეთებს, მან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კარგად იცის, რომ ამ ყველაფერში ცუდი და დასაძრახი არაფერია, მაგრამ მოზარდობიდან მოყოლებული წინასწარგანწყობა ვერაფრით მოიშორა.
ამ დამოკიდებულებისა და ფსიქოლოგიური წნეხის მოსაშორებლად საზოგადოებას რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ მოზარდებს არ ჩაუნერგოს არასწორი წარმოდგენები საკუთარი სექსუალობის შესახებ, არ დააშინოს ისინი და მასტურბაციის გამო თავი უსარგებლო ადამიანად არ აგრძნობინოს.
ცხადია, ეს საკითხები ძალიან ცოტაა და სექსსა და სექსუალობასთან დაკავშირებით განათლების პრობლემა კიდევ ბევრი კუთხით დგას. ყველაზე მთავარი და სამწუხარო კი ისაა, რომ ამ კუთხით განათლება მოზრდილ ადამიანებსაც აკლიათ და სწორედ ამის გამო ედება ტაბუ უამრავ თემას, რომელიც ადამიანის ზრდა-განვითარებასა თუ უკვე ჩამოყალიბებულ ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს.
-
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება
გადახედვა
-
ცთომილი ნერვის სტიმულაციით მძიმე დეპრესიის სიმპტომები 70%-ით შემსუბუქდა ცთომილი ნერვის სტიმულაციით მძიმე დეპრესიის სიმპტომები 70%-ით შემსუბუქდა
გადახედვა
-
მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს
გადახედვა
-
ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს
გადახედვა
-
შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა
გადახედვა
-
ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს
გადახედვა
-
11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება 11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება
გადახედვა
-
რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა? ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა?
გადახედვა
-
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
-
"არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს "არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს
გადახედვა
-
Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ
გადახედვა
-
"რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი "რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ
გადახედვა
-
ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება
გადახედვა
-
POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა
გადახედვა
-
ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს?

კომენტარები