ძვირფასო თინეიჯერებო: რასაც პორნოში ხედავთ, ნამდვილი სექსი არ არის
ფოტო: Lucky Business / Shutterstock
ახალი კვლევის თანახმად, ბიჭების 53 პროცენტს სჯერა, რომ აგრესიული სექსი, რომელსაც ისინი პორნოში ხედავენ, ნამდვილია და რეალობაშიც ასეთი ქცევაა საჭირო. ამ სტერეოტიპის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სექსუალური განათლების არქონაა.
სექსუალური განათლება აუცილებელია, მაგრამ ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს? მშობლები, სასკოლო სისტემა თუ სულიერი ლიდერები პასუხისმგებლობას არც თავად იღებენ და არც ის იციან ვინ უნდა აიღოს. ამ განათლებას ბავშვები ძირითადად ქუჩაში - თანატოლებისა და ასევე გაუნათლებელი უფროსებისგან იღებენ ან პორნოდან. პორნოგრაფია ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომია, კარგი გასართობიცაა და თითქოს საგანმანათლებლოც. თუმცა, სამწუხაროდ, პორნოგრაფია მაინცდამაინც ზუსტი მეცნიერება არ არის.
რა თქმა უნდა, სექსუალური აქტი, რომელსაც პორნოგრაფიაში ვხედავთ, ნამდვილია, მაგრამ სცენარი და ქცევები გაზვიადებულია. მაგალითად, გოგოსთვის უკანალზე წამორტყმა და იმის მოთხოვნა, რომ ეს "ძუკნა" დაგემორჩილოთ, ძალიან ცუდი შესავალია რეალურ სექსში.
პორნოგრაფია ფანტაზიაა, მაგრამ იგი რეალობად საღდება — მაგალითად, როგორც რეალითი შოუები
პორნოგრაფია, ცხადია, ფანტაზიაა, მაგრამ ამ ფანტაზიის საკმაოდ დიდი ნაწილი რეალობად საღდება - მაგალითად, როგორც რეალითი შოუები. ნამდვილი ადამიანები ხელს აწერენ კონტრაქტს, თანხმდებიან მონაწილეობაზე, თანხმდებიან რაზე წამსვლელები არიან და რაზე არა და შემდეგ საკუთარი თავის გაზვიადებულ ვერსიას გვთავაზობენ ეკრანზე. მიუხედავად იმისა, რომ რეალითი შოუების უდიდესი ნაწილი დადგმული და წინასწარ გაწერილია, შესაბამისად, არც ისე რეალურია, ისინი მაინც დიდ დებატებს იწვევს მაყურებელში. იგივე ხდება პორნოგრაფიის შემთხვევაშიც. რაც არასრულწლოვან მაყურებელს გონებას ურევს და სტერეოტიპებს უყალიბებს (აქვე უნდა აღნიშნოს, რომ კანონის მიხედვით, თინეჯერებს არ აქვთ უფლება უყურონ პორნოგრაფიას). კონტენტზე +18 ნიშნის დადება თინეიჯერებს სულაც არ უქრობს იმის სურვილს რომ შევიდნენ და ეს მასალა ნახონ, პირიქით, შეიძლება უფრო დიდი ინტერესიც კი გამოიწვიოს.
ტექნოლოგია და განათლების სისტემა ყოველდღიურად ერწყმის ერთმანეთს, ბავშვებს ინტერნეტთნ შეუზღუდავი წვდომა აქვთ. მათ უჩნდებათ კითხვები, რომლებზეც პასუხს ვერ იღებენ და შესაბამისად, ინფორმაციას ინტერნეტში ეძებენ. ბუნებრივია, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ ადამიანებს სექსის შესახებ ბევრი კითხვა აქვთ, ხოლო მათთვის ამ ინფორმაციის მიწოდებით თავს არავინ იწუხებს და უფრო მეტიც, საზოგადოება გაურბის ამ პასუხისმგებლობას.
აშშ-ში ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, თინეიჯერი ბიჭების 53 პროცენტს და თინეიჯერი გოგოების 39 პროცენტს, სჯერა, რომ რასაც პორნოში უყურებენ ეს ნამდვილია და ყოველდღიურ ურთიერთობებშიც ასე ხდება.
"ჩემი რამდენიმე მეგობარი პორნოს სახელმძღვანელოდ იყენებს და ამის გამო ურთიერთობების შესახებ მცდარი წარმოდგენა აქვთ ჩამოყალიბებული". განაცხადა კვლევაში მონაწილე 13 წლის გოგონამ.
კვლევის კიდევ ერთი თინეიჯერი მონაწილე ამბობს, რომ პორნო სექსისა და სხეულის შესახებ არარეალისტურ წარმოდგენებს აყალიბებს და გოგოებს კომპლექსები უვითარდებათ:
"ბევრი ჩვენგანი წუხს, რომ არ აქვს ისეთი ლამაზი და განვითარებული სხეული, როგორსაც ინტერნეტში ვხედავთ."
გოგოებისგან განსხვავებით, რომლებიც პორნოგრაფიის გავლენით შეწუხებულები არიან, ბიჭები ამ ყველაფერს სახელმძღვანელო რესურსად იყენებენ.
"ჩემი ერთი მეგობარი ზუსტად ისე ექცევა გოგოებს, როგორც ვიდეოებში ხედავს. დიდი არაფერი, ხანდახან წამოარტყამს ხოლმე". ამბობს კვლევის მონაწილე 13 წლის ბიჭი.
თინეიჯერებს მოზღვავებული ჰორმონები აქვთ, უჩნდებათ სექსუალური მოთხოვნილებები და იგნორირების ნაცვლად საჭიროა ამ საკითხში მათი განათლება და ნორმალური ინფორმაციის მიწოდება.
ფოტო: woaiss / Shutterstock
"პირადად მე სექსი პორნოდან ვისწავლე", გვეუბნება რაიან დრილერი, ამერიკელი პორნო მსახიობი. "ჩემს დროს სექსუალური განათლების კლასი ორად იყო გაყოფილი, ბიჭები ერთ ოთახში ვისხედით და გოგოები - მეორეში. სასქესო ორგანოების ნახატებს გვაჩვენებდნენ და მხოლოდ ბიოლოგიური პროცესის კონტექსტში გვასწავლიდნენ. სექსის აზრს ბოლომდე იქამდე ვერ ჩავწვდი, ვიდრე პორნოგრაფია არ ვნახე". თუმცა, რაიანი აღნიშნავს, რომ მაშინ თვითონაც მიხვდა, რომ ზოგიერთი ქცევა, ტონი და საქციელი რეალობაში მისაღები არ იქნებოდა და არც თვითონ გრძნობდა თავს კომფორტულად ასე მოქცევისას.
პორნო მსახიობ სარა ვანდელას სექსუალური განათლების კლასები სკოლაში არ ჰქონია, მაგრამ ინფორმაცია მაინც მოიპოვა:
"მე ვთვლი, რომ არასწორი და არაჯანსაღია, როცა 13 წლის გოგო სექსის შესახებ პორნოდან იგებს".
პორნოგრაფიაში ყველა უხერხული და არაკომფორტული პოზა ისეა წარმოჩენილი, თითქოს ძალიან სასიამოვნო და ადვილია. მწარმოებლები ყოველთვის გვაფრთხილებენ სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისა და მაყურებლის წლოვანების გათვალისწინების შესახებ, მაგრამ არასოდეს ამბობენ, რომ ის "ტრიუკები" რასაც ვიდეოებში ვხედავთ, შესასრულებელად შეუძლებელია და მთლიანად დადგმულია.
"აი, როგორც სხვადასხვა ტრიუკების ვიდეოების ბოლოში ეწერება ხოლმე, რომ ეს ყველაფერი პროფესიონალმა და სპეციალურად მომზადებულმა ადამიანებმა გააკეთეს და სახლში იგივე არ სცადოთო, ასეთივე გაფრთხილება უნდა იყოს პორნოგრაფიულ ვიდეოებზეც", ამბობს სანი ლეინი, ცნობილი პორნო ვარსკვლავი.
სტერეოტიპების მსხვერპლები ზრდასრული მამაკაცებიც ხდებიან
პორნოგრაფია წარმოდგენებს მხოლოდ თინეიჯერ ბიჭებს არ ურევს, სტერეოტიპების მსხვერპლები ზრდასრული მამაკაცებიც ხდებიან. პრობლემის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ესეც არის. თუ რეალობისა და ფანტაზიის გარჩევა ზრდასრულებსაც არ შეუძლიათ, როგორ უნდა ასწავლონ მათ რამე თავიანთ შვილებს?
მსახიობი კარმენ ვალენტინა ამბობს, რომ ზრდასრულ ფანებს სჯერათ, რომ რასაც ხედავენ ყველაფერი ნამდვილია, მსახიობებს კი, თავიანთი ფანების შენარჩუნება უნდათ და ამიტომ განაგრძობენ ექსტრემალურად თამაშს:
"მაყურებელი ვერც ხვდება, რომ იმ გოგოების ნახევარზე მეტი, რომლებიც რაღაც ექსტრემალურ პოზებში თამაშობენ, ვერ იტანენ ასეთ სცენარებსა და სცენებს, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა, რომ ფანები კმაყოფილები იყვნენ და ამიტომ ისე ვთამაშობთ, რომ მათ ჰგონიათ, რომ ძალიან მოგვწონს ეს ყველაფერი."
პორნოგრაფიაში მთავარი არა კომფორტი და სიამოვნება, არამედ მაყურებელია - რომელიც უნდა გაერთოს. XXX კონტენტი უფრო შოკის ეფექტებს შეიცავს, ვიდრე რომანტიკას.
სოციოლოგი დოქტორი შონთელ ტიბალსი ამბობს, რომ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ბავშვებს ინტერნეტთან და ინფორმაციასთან წვდომას ვერ შევუზღუდავთ. ამიტომ საჭიროა მათ ჩვენვე მივაწოდოთ ნორმალური და დალაგებული ინფორმაცია.
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
კომენტარები