Intel კრიპტოვალუტების მაინინგისთვის ახალ, ენერგოეფექტურ ჩიპებს შექმნის
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Intel ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებისთვის დიდ ინვესტიციას გაიღებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტექნოლოგიურ გიგანტს ახალი, ენერგოეფექტური ჩიპების შექმნა სურს, რომელთა მეშვეობითაც კრიპტოვალუტის მაინინგი იქნება შესაძლებელი.
Intel პირველ კრიპტოზე ორიენტირებულ ჩიპს ბლოკჩეინის აქსელერატორად მოიხსენიებს. მათი წარმოება და გაყიდვაში ჩაშვება წლის ბოლოსთვის იგეგმება. ორმა კომპანიამ, GRIID Infrastructures and Block-მა და ჯეკ დორსის მფლობელობაში მყოფმა ფინტექ კომპანია Square-მა ჩიპები უკვე შეუკვეთეს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მიღწევებისა და ინოვაციების მეშვეობით შევქმნით ბლოკჩეინ აქსეერატორს, რომელსაც თითოეულ მოხმარებულ ვატზე 1000-ჯერ უკეთესი წარმადობა ექნება ვიდრე ეს ამჟამინდელ GPU-ებს SHA-256 ალგორითმზე მაინინგისთვის აქვთ" — განმარტავს ინტელის ვიცე პრეზიდენტი, რაჯა კოდური
Intel-ის თქმით, ჩიპების შესახებ მეტ და დეტალურ ინფორმაციას International Solid-State Circuits Conference-ზე გავიგებთ, რომელიც 20 თებერვალს გაიმართება.
მაინინგს ბუნებაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, რადგან ის კოლოსალურ ენერგიას მოიხმარს. Intel-ის ახალმა ჩიპებმა შესაძლოა ეს რეალობა შეცვალოს. გარდა ამისა, აღსანიშნია ისიც, რომ მაინერთა გაზრდილი რიცხვი დენის გაზრდილ მოხმარებასაც ნიშნავს, ამან კი ამერიკის ზოგ რეგიონში დროებით ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც შექმნა. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლებმა უკვე დაიწყეს ფიქრი თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ გაზდილ ენერგმოხმარებას.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები