როგორ გავადიდოთ Google Maps-ში კადრი ერთი თითის გამოყენებით — პატარა ხრიკი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
იცოდით, რომ Google Maps-ისათვის პატარა ხრიკი არსებობს, რომლის საშუალებითაც კადრს ზომას მხოლოდ ერთი თითის გამოყენებით შეუცვლით?
მეთოდი საკმაოდ მარტივია: ამისათვის აპლიკაციის ინტერფეისს ორჯერ დააჭერთ, თუმცა მეორე დაჭერის (კადრის გადიდების უმოკლესი გზა) შემდეგ, თითის აწევის ნაცვლად, ეკრანთან შეხება გმართებთ — თითის ასმა კადრს დააპატარავებს, ჩამოსმა კი გაადიდებს. მეტი სიცხადისათვის, შეგიძლიათ YouTube-ის ძველი ვიდეო იხილოთ:
თუკი მეორე ხელი რაიმე სხვა საგნით გექნებათ დაკავებული, ასე თავისუფლად შეძლებთ, საკუთარი მიმართულების შემოწმებისას რუკის მასშტაბი ორი თითის გამოყენების გარეშე შეცვალოთ.
მეთოდი მუშაობს როგორც Google Maps-ის ანდროიდ, ასევე iOS ვერსიაზე. იგი გვხვდება iOS-ის სხვა რუკა-აპლიკაციებზეც: Apple Maps-სა და CityMapper-ზე.
კომენტარები