ივანიშვილმა დღევანდელი ლუკმა არ თუ ვერ გადაყლაპა, მის ამ ლოგიკაზე ზუსტად ვერაფერს იტყვი, მაგრამ დღევანდელ გადაწყვეტილებიდან იგრძნობა, რომ ზედმეტი პოლიტიკური გამწვავება აირიდან თავიდან. თუმცა, ნადავლის გარეშე არ დაუხევია უკან. ოპონენტები დამნაშავედ გამოაცხადა (მათი კარიერის გათვალისწინებით საკმაოდ მძიმე განაჩენით) და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი პატიმრობის საკითხი ღია დატოვა — პროკურატურა თუ გაასაჩივრებს და დიდი ალბათობით გაასაჩივრებს, წინ არის აპელაცია, და თქვენ წარმოიდგინეთ უზენაესი (თადუმაძე ხელებს იფშვნეტს ალბათ). მოკლედ, მაგ კაცის პოლიტიკურ ვნებებს, ყველა გაანადგუროს, ვინც ხელს უშლის მის გემოზე ცხოვრებასა და ქვეყნის ავტორიტარიზმად მოწყობაში, არაფერი ეშველება.

პოლიტ ტრიუკები იქით იყოს და სამართალი ურმიდან გადმოვარდა ამასობაში.
კანონმდებლობის მიხედვით, პროკურატურა გამოძიებასაც კი ვერ დაიწყებს, თუკი დანაშაული, რომელზე გამოძიების დაწყებასაც პროკურატურა ფიქრობს, ხანდაზმულია. პირდაპირ, არაორაზროვნად წერია ეს კოდექსში. ანუ, პროკურატურა, სახელმწიფო ბრალმდებელი, ვერცერთ შემთხვევაში შეძლებდა დაეწყო გამოძიება და ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი თაღლითობაში გაემტყუნებინა. სასამართლომდეც ვერ მიიტანდა საქმეს, ნაბიჯს ვერ გადადგამდა, ამ შედეგს ვერ დააყენებდა.

ამის საპირისპიროდ, მოსამართლე არევაძემ სასწაული შეძლო. თვითონ გამოიტანა ხანდაზმულ "დანაშაულზე" განაჩენი — იმ "დანაშაულზე", რომელზეც გამოძიებაც კი ვერ დაიწყებოდა და შეუძლებელია ვინმეს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოსულიყო, მოსამართლე არევაძემ სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო.

ანუ იქ, სადაც თაღლითობის ნაწილში ხანდაზმულობა ადამიანებს გამოძიების დაწყებისგანაც კი იცავდა, მოსამართლე არევაძე ადგა და პირდაპირ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. გააუარესა ამ ადამიანების სამართლებრივი მდგომარეობა. შეეძლო უბრალოდ გაემართლებინა, მაგრამ, არა, ვისზე ნაკლები ფოკუსნიკი ვარო და აი, ეს მოიფიქრა.


გაიგე მეტი: