მუსიკალური მარში, საქსაფონისტი და გასართობი ზონა - თბილისი მოლი დაბადების დღეს აღნიშნავს
როგორც უკვე იცით, სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი ხუთი წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ადმინისტრაციამ მომხმარებლებს ბევრი საინტერესო სიურპრიზი შესთავაზა. მათ შორის იყო დღის მთავარი მოვლენა - ღამის შოპინგი, სადაც ნებისმიერ მსურველს ღამის 22 საათიდან 12 საათამდე საშუალება ჰქონდა თბილისი მოლის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიებში სასურველი პროდუქცია ფასდაკლებებით შეეძინა.
თბილისი მოლი მომხმარებელს დღესაც ბევრი სიურპრიზით ანებივრებდა, მათ შორის იყო სპეციალურად მოწყობილი საბავშვო სახელოსნო, ვირტუალური რეალობის თამაში, მუსიკალური მარში მთელი დღის განმავლობაში, თოჯინური წარმოდგენა "დონ კიხოტი" და საქსაფონისტის წარმოდგენა.
თბილისი მოლის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მუსიკალური მარშის ხმა ისმოდა, გუნდის წევრები სტუმრებს სავაჭრო ქსელის ხუთი წლის იუბილეს ამცნობდნენ, საღამო კი საქსაფონისტის შოუმ დააგვირგინა, რომელიც საშოპინგოდ მისულ მომხმარებელს სასიამოვნო გარემოს უქმნიდა.
თბილისი მოლი დაბადების დღის აღნიშვნას ხვალაც განაგრძობს და მომხმარებლებს 9 აპრილს საინტერესო პროგრამას სთავაზობს:
- 10:00 - 22:00 - საბავშვო სახელოსნო
- 10:00 - 22:00 - ვირტუალური რეალობის თამაშები
- 13:00 - 19:00 - ბავშვთა გასართობი ზონა
- 13:00 - 15:00 - ტკბილეულის წვეულება
- 13:00 - 20:00 - "სურვილების ხე"
- 17:00 - თოჯინური წარმოდგენა "დონ კიხოტი"
ასე, რომ თუ გსურთ უფრო მეტი, ვიდრე გართობა და შოპინგი, 9 აპრილს თქვენი დანიშნულების ადგილი მხოლოდ თბილისი მოლი უნდა იყოს.
კომენტარები