არ არის აუცილებელი, ასეთი თანამდებობის პირი იყოს სამედიცინო პროფესიის — დავითაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავთაშვილი აცხადებს, რომ არ არის აუცილებელი ჯანდაცვის მინისტრი იყოს "სამედიცინო პროფესიის". მან ზურაბ აზარაშვილზე საუბრისას მის მენეჯერულ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.
"ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ შემოკლებით ვეძახით, მაგრამ, ჯანდაცვის სამინისტროს მანდატი არის ძალიან ფართე. ის გულისხმობს დასაქმების საკითხებს. ბევრ ქვეყანაში, როგორც წესი, შრომის სამინისტროები საერთოდ ცალკეა ხოლმე. არსებობს სოციალური საკითხები, დევნილთა საკითხები და ა.შ. ჯამში, ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი, როგორც თქვენ გაიგეთ, შესაბამისად, მას სჭირდება მაქისმალური პასუხისმგებლობით და გამოცდილებით მართვა.
როგორც ბევრ ქვეყანაში, არ არის აუცილებელი იყოს ასეთი მნიშველოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მას ჰქონდეს მართვის კარგი უნარები და გამოცდილება. სწორედ ამ პრინციპით იყო დღევანდელი მინისტრი შერჩეული", — განაცხადა დავითაშვილმა.
კითხვას, არის თუ არა აზარაშვილისი შვილის ნათლია პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეარჩიეს თუ არა ის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე დასანიშნად ამ პრინციპით, დავითაშვილმა ასე უპასუხა:
"არ მაქვს ნამდვილად არანაირი ინფორმაცია".
დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილს ნიშნავს. წარდგენისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აზარაშვილი "არის გაზრდილი ექიმის ოჯახში".
ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრობამდე თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, იქამდე კი იყო ამავე უწყების სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ დელტას გენერალური დირექტორი. სამინისტროს საიტზე განთავსებულ აზარაშვილის ბიოგრაფიის მიხედვით, მას ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა
-
კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს
-
Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
"ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა
გადახედვა
-
ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად? ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად?
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე
გადახედვა
-
მთავრობა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიას დამატებით 25 ლარით ზრდის მთავრობა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიას დამატებით 25 ლარით ზრდის
გადახედვა
-
"როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე "როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე
გადახედვა
-
"გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე "გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე
გადახედვა
კომენტარები