7 საუკეთესო აქცია, რომელში ფულის დაბანდებაც დღეს ყველაზე მეტად ხელსაყრელია
ფოტო: shutterstock
თუ გაქვს ზედმეტი 1 000 დოლარი, რომელსაც შემნახველ ანგარიშზე ინახავ, უნდა იცოდე, რომ შენი დანაზოგის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამ თანხის ფასიან ქაღალდებში დაბანდებაა.
როგორც წესი, დამწყებ ინვესტორებს გაცვლით-სავაჭრო ფონდებში ინვესტირება ურჩევენ — მაგალითად, S&P 500-ის ფონდ PDR S&P 500 ETF Trust-ში (SPY), რომელიც დივერსიფიცირებულია და ამის გამო, მასში თანხის ჩადება ნაკლებ რისკებს უკავშირდება.
თუმცა, თუ გსურს საკუთარი საინვესტიციო პორტფელი ინდივიდუალური აქციებით შექმნა, შეგიძლია თანხა ლიდერ კომპანიებში, ეგრეთ წოდებულ ლურჯი ჩიპის აქციებში დააბანდო. ამისთვის დაგჭირდება იცოდე იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ამ მომენტისთვის საკუთარი ფულის ინვესტირებისთვის საუკეთესო პირობებს გთავაზობენ. სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ მათ შესახებ გიყვებით.
Meta Platforms Inc. (FB)
ფოტო: Facebook
პირველი ასეთი კომპანია, რომელშიც საკუთარი დანაზოგის ინვესტირება სარგებელს მოგიტანს Meta Platforms-ია. ეს კომპანია ცნობილი აპლიკაციების Facebook, Instagram, WhatsApp-ისა და Messenger-ის მშობელი ფირმაა.
როგორც ცნობილია, კომპანიამ რებრენდიგის შესახებ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომლის ძირითადი ხაზი სოციალური მედიიდან მეტავერსზე გადასვლას გულისხმობს. ანალიტიკოსების აზრით, ეს ამ კომპანიის მომხმარებელთა ზრდას გამოიწვევს, რაც ეკონომიკის სხვა სექტორებისთვისაც დადებითი სიგნალის მიმცემი იქნება.
ფეისბუქის ცნობით, მის ერთ აპლიკაციას თვეში 3,58 მილიარდი მომხმარებელი იყენებს. ბოლო ინფორმაციით, კომპანიის აქციები 330,45 დოლარად ივაჭრება.
Berkshire Hathaway Inc. (BRK.B)
ფოტო: stockmarketnewsdottoday
ინვესტორებისთვის, რომლებსაც ერთი აქციით დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნა სურთ, Berkshire Hathaway-ში ფულის ჩადება საუკეთესო შეთავაზებაა.
ეს არის ჰოლდინგური კომპანია, რომელსაც უოლ სთრითის ლეგენდა, უორენ ბაფეტი მართავს. კომპანია ფლობს 40-ზე მეტ სხვადასხვა ფირმას — მათ შორის: Apple Inc. (AAPL), Bank of America Corp. (BAC), American Express Co. (AXP) და სხვებს.
ბაზრის ანალიტიკოსები ამ კომპანიის ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდებას საუკეთესო შეთავაზებად ახასიათებენ.
Morningstar-ის რეიტინგის მიხედვით, კომპანიის აქციების რეალური ღირებულება 320 დოლარად არის შეფასებული — ბოლო მონაცემებით Berkshire Hathaway-ის აქციები 294,41 დოლარად ივაჭრება.
Exxon Mobil Corp. (XOM)
ფოტო: ExxonMobil
ეს კომპანია აშშ-ში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიის არსებული სტრატეგია ხარჯების შემცირებისა და პორტფელის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
ანალიტიკოსების თქმით, კომპანიის სტრატეგია, შეამციროს ნახშირბადის კვალი, მის წარმატებაზე დადებითად აისახება — განსაკუთრებით, კონკურენტების ფონზე. კომპანია 2025 წლისთვის 2019 წლის შემოსავლების გაორმაგებას ელოდება.
Morningstar-ის რეიტინგის მიხედვით, კომპანიის აქციების რეალური ღირებულება 76 დოლარია — ბოლო მონაცემებით Exxon-ის აქციები 60,99 დოლარად ივაჭრება.
Salesforce.com Inc. (CRM)
ფოტო: Forebes
Salesforce.com მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის უდიდესი პროვაიდერია. ბაზრის ექსპერტების აზრით, პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ეს კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის ყველაზე დიდ პერსპექტივას აჩვენებს.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ შემოსავლების 27%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა.
თუ Morningstar-ის რეიტინგს შევხედადვთ, ვნახავთ, რომ კომპანიის აქციების რეალური ღირებულება 320 დოლარად არის შეფასებული — ბოლო მონაცემებით Salesforce-ის აქციების ღირებულება 252,80 დოლარია.
Comcast Corp. (CMCSA)
ფოტო: Facebook
Comcast მედია კონგლომერატია, რომელიც საკაბელო ტელევიზიას, ფილმების სტუდიასა და თემატურ პარკებს მოიცავს. ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიის მესამე კვარტალის შემოსავლები საკმაოდ კარგი იყო, თუმცა მისი Peacock სტრიმინგ სერვისის მუშაობა კვლავ იმედგაცრუებას იწვევს.
Morningstar კომპანიის აქციების რეალურ ღირებულებას 60 დოლარად აფასებს — ბოლო მონაცემებით Comcast-ის აქციების ღირებულება 49,03 დოლარია.
Coca-Cola Co. (KO)
ფოტო:
Mae Mu / Unsplash
ყველასთვის ცნობილია, რომ გამაგრილებელი სასმელების სფეროში Coca-Cola უმსხვილესი კომპანიაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზარი უკვე დაღვინებულია, Coca-Cola-ს ზრდის პერსპექტივა მაინც აქვს. ზრდის შესაძლებლობას კომპანიას მინერალური წყლისა და ენერგეტიკული სასმელების ბაზრების ათვისებაც აძლევს.
გარდა ამისა, Coca-Cola ცდილობს განვითარებადი ბაზრების ათვისებას და მისი ძირითადი ხაზის, გაზიანი სასმლის გაყიდვების ზრდას.
Morningstar-ის რეიტინგის მიხედვით, კომპანიის აქციების რეალური ღირებულება 59 დოლარად არის შეფასებული — ბოლო მონაცემებით Coca-Cola-ის აქციები ღირებულება 58,18 დოლარად ივაჭრება.
Verizon Communications Inc. (VZ)
ფოტო: Facebook
ეს აშშ-ის მულტინაციონალური სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. ამ ფირმის აქციები დივიდენდის მიღების საშუალებასაც იძლევა, რაც მას შეფასების თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ანალიტიკოსების შეფასებით, ინვესტორებს შეუძლიათ ამ კომპანიის სტაბილური ზრდის მოლოდინი ჰქონდეთ.
Morningstar-ის რეიტინგის მიხედვით, კომპანიის აქციების რეალური ღირებულება 58 დოლარია — ბოლო მონაცემებით Verizon-ის აქციები ღირებულება 50,56 დოლარად ივაჭრება.
ეს იმ კომპანიების აქციებია, სადაც ბაზრის ექსპერტები საკუთარი დანაზოგის დაბანდებას გვირჩევენ. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ბანკისა და Galt&Taggart-ის მუშაობის შედეგად ინვესტირების პროცესი საკმაოდ გამარტივდა — ახლა მსოფლიოში წამყვანი კომპანიების აქციების ყიდვა მობილბანკის საშუალებითაც კი შეგიძლია.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები