ევრონესტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციაზე განცხადება გამოაქვეყნა
ფოტო: REUTERS
ევრონესტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე გაძლიერებულ ინტეგრაციაზე განცახდება გამოაქვეყნა. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც ევრონესტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მიიღო.
"ჩვენ ვადასტურებთ მტკიცე ერთგულებას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ, რომელიც საერთო ინტერესებზეა დაფუძნებული და ხელ უწყობს რეგიონში მშვიდობასა და განვითარებას. ამის მისაღწევად ერთადერთი გზა არის ევროკავშირთან ინტეგრაციის მკაფიო პერსპექტივა, რადგან ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაცია EU-ს სამეზობლოში გაზრდილი სტაბილურობისა და კეთილდღეობის ფაქტორია", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
აქ საუბარია, რომ საჭიროა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას დამატებითი გეოპოლიტიკური იმპულსები მიეცეს, რათა პარტნიორმა ქვეყნებმა რეფორმების მიმართ მოტივაცია შეინარჩუნონ. მათივე თქმით, მისასალმებელია, რომ იგივე მოთხოვნა უფრო მკაფიოდ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ მემორანდუმის ხელმოწერის დროს გაჟღერდა.
"ჩვენ მივესალმებით ფაქტს, რომ EU-ში ინტეგრაციის უფრო ამბიციური პოლიტიკის შესახებ 17 მაისს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაჟღერდა — მათ ჩამოაყალიბეს თანამშრომლობა, რომ როგორ ასოცირებულმა ტრიომ ევროინტეგრაციის თავიანთი სურვილი გააჟღერონ, დაწყებული ერთიან ბაზარზე ინტეგრაციით", — აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ევროპარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ თავის რეკომენდაციებში, 2020 წლის ივნისის, სამიტის წინ ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, რომ უპირველეს ყოვლისა, შეემუშავებინათ უფრო ამბიციური და სტრატეგიული პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებით, მათ შორის, მათი ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 15 დეკემბერს გაიმართება.
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა
-
კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს
-
Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია
გადახედვა
-
ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა
გადახედვა
კომენტარები