12 წლის არტისტმა NFT-ით $1,6 მილიონი გამოიმუშავა
12 წლის ნაილა ჰეისმა მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა თავისი ნამუშევრების NFT-ების სახით გაყიდვით, იტყობინება Business Insider. მხატვარი ჯერ კიდევ არ არის იმ ასაკის რომ საკუთარი ინსტაგრამის გვერდი ჰქონდეს, ამიტომ მის ანგარიშს დედამისი მართავს.
NFT ფუნქციონირებს იგივე ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით, როგორც კრიპტოვალუტები და მათი პოპულარობა ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა. NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, მაგალითად ნახატები, მუსიკა, ფოტოები, Gif და სოციალური ქსელის პოსტებიც კი.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: NFT — ციფრული ხელოვნების მომავალი?!
როგორც ნაილა თავის ვებსაიტზე წერს, ოთხი წლის ასაკიდან ხატავს. ბავშვობაში მას უყვარდა დინო დანი, სატელევიზიო შოუ დინოზავრების შესახებ. გრძელყელიანი და მამაცი ბრონტოზავრი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მის გულში და მისი ნამუშევრებიც ამის გარშემოა.
თუმცა, მხოლოდ ეს არ არის, ცხრა წლის ასაკში ნაილამ დაიწყო სხვადასხვა ქალების პორტრეტების დახატვა გრძელი კისერებით.
ნელ-ნელა ნაილიმ NFT-ის კეთება დაიწყო, რადგან მისთვის ასეთი ხელოვნება მარტივი აღმოჩნდა. მან სმარტფონზე დაიწყო ხატვა, შემდეგ კი აიპადზე გადაერთო. ბოლოს კი თავისი ნამუშევრები NFT Marketplace-ზე ატვირთა.
მისი პირველი კოლექცია შედგებოდა 75 ნამუშევრისგან. საბოლოოდ ნამუშევრებმა 1 394 ეთერიუმი გამოიმუშავეს, რაც დაახლოებით $5.8 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. გოგონა ჟურნალმა Time-მა დააჯილდოვა.
ახლა ნაილას სურს იმოგზაუროს მსოფლიოში, რათა მოიპოვოს ახალი შთაგონება თავისი ხელოვნებისთვის. როგორც K-POP-ის გულშემატკივარს, მას სურს სამხრეთ კორეის მონახულებაც, იტყობინება CNN.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები