კახა კალაძე

8 Dec. 2021, 15:57

თქვენ ხართ ის ხალხი, იმ გუნდის [ნაციონალური მოძრაობის] წარმომადგენლები, რომლებიც 9 წლის მანძილზე მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა და შექმნა რაღაც ვირტუალური საქართველო, თითოს ქვეყნაში ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი დალაგებული, ბედნიერი ადამიანები და თურმე არავინ არაფერი იცოდა [იმაზე], თუ რა ხდებოდა ციხეებში, რა ხდებოდა ბიზნესთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ქონებების წართმევებით, ჩამორთმევებით, ადამიანების მკვლელობებით, გაუბედურებებით.

თქვენი მინისტრები თანამდებობებზე არაფრით მოდიოდნენ და მილიარდიანი ქონებებით გადიოდნენ პოლიტიკიდან, ამ ფულს კი ისეთი ტრაგედიის ხარჯზეც კი შოულობდნენ, როგორიც აგვისტოს ომი იყო. სამარცხვინოები ხართ. თქვენ იმ ადამიანსაც წარმოიდგენთ, რომელსაც თბილისის ბიუჯეტს 48 მილიონი მოპარა — მაშინ სხვა გადმოსახედიდან ვუყურებდიო თბილისსო, ახლა კი ქუჩიდან ცდილობს დესტრუქციის შემოტანას და რევოლუციაზე ოცნებებს, რათა ისევ გაძარცვოს თბილისელები. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი სასამართლოთი დამტკიცებული ფაქტებია და არა უბრალოდ პოლიტიკური განაცხადი.

დღეს მეგის ქარდავას და თემურ უბირიას თანაგუნდელები ჩვენ გვეძახით მწამებლებს. აი ის ხალხი, ვინც ამტკიცებთ, რომ თქვენს ბელადს, სააკაშვილს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია თურმე და ციხეში ტყუილად ზის, ის სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას პიარს ეძახის და რომელიც უტიფრად აცხადებს, რომ არა ათასობით მის ციხეში ნაწამები ადამიანი, არამედ თავად თვითონ არის წამების მსხვერპლი, საწყალი, რადგან საკანში ჯდომა არ შეუძლია და ეს თურმე მას თრგუნავს. აი ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ და როგორც ჩანს, ასეთებად დარჩებით ყოველთვის. აი, ეს ხალხი ითხოვთ ჩვენგან, ვიყოთ იდეალურები. მე ძალიან მარტივად გიპასუხებთ ამაზე — დიახ, ჩვენ, შეიძლება, იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
  3. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  4. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
  5. რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ