კახა კალაძე

8 Dec. 2021, 16:44

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რო, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თბილისის განახლების, განვითარების, აღმშენებლობის ახალი ისტორია დავწეროთ. ჩემს თანაგუნდელებს მინდა მოგიწოდოთ, ყველას, რომ არც ერთი დღე, არც ერთი წამი არ დავკარგოთ უსაგნო კამათისთვის. სრულად ვიყოთ ორიენტირებულები საქმეზე. თბილისის და თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. უფრო მეტად მწვანე, უფრო ჯანსაღი, მდიდარი და სიცოცხლით სავსე თბილისი იყოს ჩვენი პასუხი ყველა იმ ცილისწამებაზე, იმ ბრალდებაზე, იმ დესტრუქციაზე, რომელსაც ოპონენტებისგან მოვისმენთ. ეს არს ჩვენი პასუხისმგებლობა თბილისის და თბილისელების წინაშე და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. 

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისელების მხარდაჭერა, თბილისელების თანადგომა იქნება ამ ყველაფერში, რეოგორც გასული 4 წლის განმავლობაში და ადამიანურად, კაცურად გპირდებით, რომ ისეთ კარგ პროექტებს გავაკეთებთ, რომ ყველამ იამაყოს და რა თქმა უნდა, 4 წლის მერე, როდესაც შევხვდებით ერთმანეთს, თვალებში შეხედვის არ შეგვრცხვება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ