საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და ქართული ოცნება სულ უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას — კრამონი
ფოტო: EWB
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები მიუღებელია და ამით სააკაშვილის საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება. მისი თქმით, ქართული ოცნება უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას.
"შევძრწუნდი ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. ამ ვიდეოების გავრცელება მიუღებელია. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და ქართული ოცნება უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს", — წერს ის.
კრამონის განცხადებით, სააკაშვილმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და უნდა მიეცეს უფლება, დაესწროს საკუთარ, არაპოლიტიზირებულ სასამართლო პროცესს. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდაა.
"საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიისგან უკან გადადგმული ნაბიჯები.
...და ვის სასარგებლოდაა ეს არასაჭირო დრამა? არა საქართველოს ხალხისა და ნამდვილად არც მათი საერთაშორისო მეგობრებისა. არამედ მათთვის, ვინც ხალისით თელავს საქართველოს ხუთჯვრიანი დროშას", — წერს ევროპარლამენტარი.
დღეს, 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყავნეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.
ამ ვიდეოს გამოქვეყნდებიდან რამდენიმე საათში პენიტენციურმა სამსახურმა მეორე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გაჩერებულ სასწარაფო დახმარების მანქანაშია და ამბობს, რომ არ გადმოვა. ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. აღსანიშნია რომ მანამდე, პირველი ვიდეოს გავრელების შემდეგ უწყება ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა რუსთავის დაწესებულება თავისი ნებით დატოვა.
პენიტენციური სამსახურის ვიდეოები დამონტაჟებულია. თითოეული მათგანის გამოქვეყნებას უწყება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის. უწყების განცხადებით, დღეს გავრცელებულ "კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება [სააკაშვილი] დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს".
ექსპრეზიდენტის იძულებით შეყვანის ვიდეოს გავრცელებამდე კი იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კადრებს იმის უარსაყოფად გამოაქვეყნებდნენ, რასაც სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამტკიცებდა. მისი თქმით, გვარამიას განცხადება, დაწესებულებაში სააკაშვილის იძულებით შეყვანისა და იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, სიცრუეა და ამ სიცრუეს "სულ რამდენიმე წამში" ამხელდნენ.
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
კომენტარები