Google-ის მშობელმა კომპანიამ, Alphabet-მა $2 ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია
Alphabet, გუგლის მშობელი კომპანია ორ ტრილიონიანთა რიცხვს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება $2 ტრილიონს გადაცდა. ახლა Alphabet-ის კაპიტალიზაცია 1.98 ტრილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა ორშაბათს ის ორ ტრილიონიან ნიშნულს გადასცდა და ბირჟების დაკეტვის მომენტში ერთი აქციის ფასი 2,987.03 დოლარს შეადგენდა. Alphabet-მა 1 ტრილიონიანი ნიშნული 2020 წლის იანვარში გადაკვეთა. მას შემდეგ კომპანიამ საბაზრო ღირებულების გაორმაგება მოასწრო, რაც დიდებული შედეგია.
2021 წლის მესამე კვარტალი Alphabet-ისთვის რეკორდული აღმოჩნდა, მოგებამ 65.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის შემოსავლები 41%-ით გაიზარდა, მოგება კი 69%-ით. გაიზარდა Google Search-ის შემოსავლებიც 35.8 მილიარდიდან 37.9-მდე. უკანასკნელ კვარტალში YouTube-მა 7.2 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო.
პანდემიის პერიოდში ტექნოლოგიურ გიგანტებს ნამდვილად გაუმართლათ. ადამიანების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა Google-ის ღრუბლოვანი სისტემების გამომწერთა რიცხვი, ასევე ძალიან გაიზარდა შემოსავალი ციფრული რეკლამებიდან.
Alphabet შეუერთდა 2 ტრილიონიანთა ჯგუფს და მესამე ამერიკული კომპანია გახდა, რომელმაც ეს შეძლო. 2 ტრილიონიანი ბარიერი Apple-მა გასული წლის აპრილში გადალახა, ხოლო Microsoft მეორე ორ ტრილიონიანი კომპანია 2021 წლის ივნისში გახდა. მათ რიგებს მალე Amazon-იც შეუერთდება, კომპანიის საბაზრო ღირებულება ამჟამად $1.7-ს შეადგენს.
კომენტარები