ხელისუფლების იძულების გზად მიმაჩნია დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით — ჯაფარიძე
ფოტო: მარიამ ქავთარაძე/On.ge
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების იძულების გზა, რომ ქვეყანა გადავიდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2%-იანი ბარიერით და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, არის ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობა. მისი თქმით, არ სჯერა პროტესტის იმ ფორმების, რომლებსაც ხელისუფლება უკვე მიჩვეულია.
"არ მჯერა მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის და შეიკრიბა-დაიშალა აქციების. იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით (რასაც ყველა უნდა აკეთებდეს, ვისაც ამის ტრა*ი აქვს), სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, საბოტაჟი და უზურპატორებისთვის ნერვების პერმანენტული შლა. მთელი ჩემი დროის და ენერგიის ამაზე დახარჯვას ვაპირებ. სისხლს გაგიშრობთ", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 6 ნოემბრიდან ნაციონალურ მოძრაობას, გარდა რუსთავისა, აქციები დაგეგმილი აქვს თბილისშიც. მათი მტკიცებით, ენმ აპირებს სახელმწიფო დაწესებულებების შენობების ბლოკირებას და რუსთავის ციხესთან გზის გადაკეტვას. სუს, ასევე, ამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობა განიხილავს ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. მათი თქმით, ეს ყველაფერი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ იგეგმება.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ 6 ნოემბერს აქცია რუსთავში დააანონსა. მისი თქმით, 17:00 საათზე შეიკრიბებიან, თუმცა არ დაიშლებიან, სანამ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 6 ნოემბერს ოპოზიციას აქცია დაგეგმილი ჰქონდა თბილისში. როგორც მელიამ აღნიშნა, არჩევნებთან დაკავშირებული აქცია თბილისში ძალაში რჩება, თუმცა მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობის გართულების გამო, გეგმები "დროებით შეცვალეს".
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს.
ოპოზიციამ აქციები უკვე გაიმართა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პარალელურად, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთავის ციხესთან და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას, ასევე, მის გათავისუფლებას ითხოვენ.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები