რატომ უნდა ისარგებლო სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევით
ფოტო: ალდაგი
თუ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შესახებ არაფერი გსმენია, ეს ის დაზღვევაა, რომელიც ჯანმრთელობის გამო შექმნილ ფინანსურ პრობლემებს აგარიდებს. ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა მოიცავს მსხვილი თანხის ანაზღაურებას გარდაცვალების ან კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში და ეს თანხა 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდეა.
ალდაგის დაზღვევა ორ პროდუქტს აერთიანებს — სიცოცხლისა დაზღვევას და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას. პასუხს ყველა კითხვაზე ამ პროდუქტთან დაკავშირებით აქ იპოვით:
რა არის სიცოცხლის დაზღვევა?
სიცოცხლის დაზღვევა must-have (აუცილებელი) პროდუქტია საზღვარგარეთ. განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები ჯერ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აზღვევენ, შემდეგ კი მატერიალურ აქტივებს. სიცოცხლის დაზღვევა ოჯახის ფინანსური მხარდაჭერისთვის შექმნილი პროდუქტია და დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის მსხვილი თანხის ანაზღაურებას გულისხმობს, რომელიც მათ მოულოდნელი ფინანსური კრიზისისგან დაიცავს.
რა არის კრიტიკული დაავადებების დაზღვევა და რა დაავადებებს მოიცავს?
კრიტიკული დაავადებების დაზღვევა დაზღვევის ისეთი სახეობაა, რომლის დროსაც მძიმე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში ერთიან თანხას იღებ. ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაში 16 მძიმე დაავადებას ფარავს: სიმსივნე, ინფარქტი; ინსულტი; აორტის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა; ალცჰაიმერის დაავადება; პარკინსონის დაავადება; ბაქტერიული მენინგიტი; გულის სარქველის ტრანსპლანტაცია; მძიმე დამწვრობა; კომა; თირკმლის უკმარისობა; სასიცოცხლო ორგანოების ტრანსპლანტაცია; ენცეფალიტი; პოლიომიელიტი; სრული, მუდმივი შრომისუუნარობა; თავის ტვინის ტრავმული დაზიანება.
რა ღირს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა?
დაზღვევის ფასი შენს ასაკსა და არჩეულ სადაზღვევო ლიმიტზეა დამოკიდებული, თუმცა საშუალოდ ის 10-დან 20 ლარამდე ჯდება. რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, მით ნაკლები თანხა გექნება გადასახდელი. სწორედ ამიტომ უმჯობესია, სიცოცხლის დაზღვევა რაც შეიძლება ადრე შეიძინო. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაზღვევა გრძელვადიანად იყიდება (3-დან 10 წლამდე ვადით) და ამ ხნის განმავლობაში გადასახდელი თანხა არ იცვლება.
როგორ შეგიძლია მოითხოვო და მიიღო თანხა სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შემთხვევაში?
გარდაცვალების შემთხვევაში, თანხის მოთხოვნა დაზღვეულის მემკვიდრეს ან წინასწარ დასახელებულ პირს შეუძლია, რომლის ანგარიშზეც თანხა გარდაცვალების დადასტურებიდან 10 დღეში აისახება.
კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში კი დიაგნოზის დასმის შესახებ ალდაგს 24 საათის განმავლობაში უნდა შეატყობინო. თანხა დიაგნოზის დადასტურებიდან 10 დღეში პირად საბანკო ანგარიშზე ერთიანად დაგერიცხება. არ მოგიწევს ვინმეს წარუდგინო ანგარიში თანხა რაში გამოიყენე.
რა უნდა გაითვალისწინო სიცოცხლისა და კრიტიკული დაზღვევის შეძენამდე?
სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შეძენისას ამოქმედდება 90-დღიანი მოცდის პერიოდი. მოცდის პერიოდი არ ვრცელდება უბედურ შემთხვევებზე, რაც მოულოდნელ, თვალსაჩინო, გარეგანი ძალების ზემოქმედების შედეგად დამდგარ გარდაცვალებას გულისხმობს.
რით განსხვავდება სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევისგან?
ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობები მხოლოდ უშუალოდ მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს მაშინ, როცა სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შემთხვევაში ერთიანი თანხის მიღება შეგიძლია, რომელსაც სურვილისამებრ განკარგავ შენ ან შენი ოჯახი.
რა დამატებით ბენეფიტებს მიიღებ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შეძენის შემთხვევაში?
სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის გრძელვადიანი პოლისის შეძენის შემთხვევაში, ასაკის ცვლილების მიუხედავად ფიქსირებული თანხის გადახდა შეგიძლია. რადგანაც ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველა მშობლის უმთავრესი პრიორიტეტია, ალდაგში სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევისას არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა უფასოა.
ალდაგთან ერთად ნებისმიერ მოულოდნელობას მომზადებული დახვდები. თითოეული შეთავაზება შეგიძლია, შენს ინტერესებსა და შესაძლებლობას მოარგო, რაც დაზღვევით სარგებლობას კიდევ უფრო ხელსაყრელს გახდის.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
კომენტარები