ყველა კანონიერ ქურდს სახეში ქართველი ერის სილა მოხვდება და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მე პირადად — მელია
ფოტო: Facebook/ნიკა მელია
ბათუმში მიმდინარე აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელია განაცხადა, რომ ვერც ერთი ე.წ კანონიერი ქურდი საქართველოში ვერ გაიმარჯვებს და ყველას სახეში "სილა მოხვდება". მან აქციიდან, პირდაპირ ეთერში მიმართა ბათუმელ კრიმინალურ ავტორიტეტს, მინიდა ლავასოღლის და უთხრა, რომ "ყოფას უტირებს".
"ვერცერთი კანონიერი ქურდი ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში. ვერცერთი კანონიერი ქურდი და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგსამოფარებული ვერ გაიმარჯვებს. არ მინდა და არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი და კრიმინალი იქნება დომინანტი. დიახაც, არ იქნება, არ დაბრუნდება 90-იანი წლები, რომელიც დაბრუნდა. ყველა კანონიერ ქურდს სახეში სილა მოხვდება ქართველი ერის და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მე პირადად", — ამბობს მელია.
მისი განცხადებით, არჩევნებში მმართველი პარტია ე.წ კანონიერ ქურდებს იყენებდა და ისინი ცდილობდნენ დაეშინებიათ ადამიანები. მანვე თქვა ისიც, რომ ე.წ კანონიერი ქურდების დამარცხება კვლავ უწევთ და ეს უკვე მე-2 წრეა. თუმცა მისივე შეფასებით, ახლა უფრო გააზრებულია ეს მოქმედება.
"გამარჯვება ქართველ ხალხს, ძირს კანონიერ ქურდები და კანონიერი ქურდების ინსტიტუტი. ყოფას გიტირებთ კანონიერო ქურდებო, აი ყოფას გიტირებთ. კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება, არ იქნება, იმიტომ რომ გვინდა თავისუფალ გარემოში გავზარდოთ ჩვენი შვილები და მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებზე წავიდნენ ხმის მისაცემად და არ გვინდა ჩვენ შვლებს შემოვუნახო ის დრო და იმ დროში ვაცხოვროთ ჩვენი შვილები, სადაც ხმის მიცემასთან ერთად ხმის დაცვაც მოუწევთ", — აღნიშნა ნიკა მელია.
ამ წუთებში ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. იქ შეკრებილები არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათ შორის, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციამ აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით დააანონსა. დღეს, 2 ნოემბერს ოპოზიციის მხარდამჭერები ბათუმსა და რუსთავში იკრიბებიან. ხვალ კი აქცია იქნება ზუგდიდშიც. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში აქცია 6 ნოემბერს ჩატარდება.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები