ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში — კალაძე ეგზიტპოლის შედეგზე
ფოტო: On.ge/ლანა კოკაია
ხმის მიცემის დასრულებისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე თავის მხარდამჭერებს გამარჯვებას ულოცავს. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნია, რომ კალაძე მხოლოდ ერთი, იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით იგებს.
"გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში, შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, ღირსეული გამარჯვება, და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან დაკავშირებით, აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან მიმართებით. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს, ეს არის განვითარება, ეს არის აღმშენებლობა, ეს არის სიმშვიდე და სტაბილურობა, ეს არის თქვენი დამსახურება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.
ჩემო მეგობრებო, მე რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს, მზად ვარ, დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს", — აცხადებს კალაძე.
გორბის მიერ ჩატარებული იმედის ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:
- კახა კალაძე — 57,2%
- ნიკა მელია — 42,8%
რადიკალურად განსხვავებული შედეგებია მთავარი არხის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია ლიდერობს, ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად განაწილდა:
- ნიკა მელია — 51%;
- კახა კალაძე — 49%.
აღსანიშნია, რომ მეორე ტური 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში გაიმართა. ასევე, 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი. მერობისა და მაჟორიტარობისთვის ჯამში 9 პარტიის, ასევე, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის.
დღის განმავლობაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია დარღვევების, მათ შორის, ამომრჩეველზე ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის შესახებ. ასევე, მოხდა დაპირისპირებები საარჩევნო უბნებთან. კოორდინატორები და აგიტატორები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.
- ქუთაისში On.ge-ის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
- "უნდა გაგასვენოთ თქვენ" — იმერეთში, ფორმულას გადამღებ ჯგუფს ქვა ესროლეს
- ქარელში TV მონიტორინგის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
- ენმ-ის პრესსამსახურის წარმომადგენელს საარჩევნო უბანთან ხელი დაარტყეს
გაიგეთ, როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა დღის განმავლობაში:
- 10:00 საათისთვის — 7,38%
- 12:00 საათისთვის — 17,18%
- 15:00 საათისთვის — 31,82%
- 17:00 საათისთვის — 39,5%
არჩევნების მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაციის გასაგებად, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, სადაც ინფორმაცია პირდაპირ ეთერში ახლდება.
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
კომენტარები