მრავალფეროვანი კულტურის და ხანგრძლივი ისტორიის მქონე იაპონია
თანამედროვე ტექნოლოგიების სამშობლოა, რომელიც მუდამ სიახლეების ეპიცენტრშია და მომავლის საჭიროებებს ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე უკეთ აფასებს.

ტყვიისებრი მატარებლის შექმნა, მაქსიმალურად ავტომატიზებული საწარმოო პროცესი თუ დახვეწილი საოჯახო ტექნიკა იაპონიის სავიზიტო ბარათად იქცა. ქვეყანამ ტექნოლოგიური წინსვლა და ამ მიმართულებით ლიდერობის მოპოვება სულ რაღაც ერთ საუკუნეში შეძლო. ამ სტატიაში სწორედ იმ მიზეზების შესახებ წაიკითხავთ, რომლებმაც იაპონია ტექნოლოგიების სამშობლოდ აქცია.

სხვა ქვეყნების გამოცდილების ასიმილაცია — ცვლილებების დასაწყისი

ფოტო: Japan Industry News

იაპონიას სხვა სახელმწიფოების სასარგებლო გამოცდილების მიღების და ამ ინფორმაციის იმგვარად გარდაქმნის უნარი აქვს, რომ ქვეყნის ავთენტურ მახასიათებლებად იქცეს. ტექნოლოგიურ რევოლუციამდე ბევრად ადრე იაპონურმა ენამ და კულტურამ მეზობლებისგან საუკეთესო ნიშნები ისესხა და წმინდა იაპონურ გამოცდილებად აქცია. ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში იაპონია სხვა ქვეყნებისთვის მიუწვდომელი სამოთხე იყო, თუმცა იგი არასდროს ხურავდა იმ ფანჯარას, რომელსაც განვითარებისთვის გამოიყენებდა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სწრაფი ტექნოლოგიური გარდაქმნების დრო მოვიდა და იაპონიამ მოწინავე ქვეყნების გამოცდილების მისაღებად მსოფლიოს გარშემო მონდომებული, განათლებული ადამიანები გაგზავნა, რათა ცოდნა გაეღრმავებინათ და ქვეყანა წინსვლის გზით წაეყვანათ. პირველ მსოფლიო ომამდე იაპონია სხვა ქვეყნების მიღწევებით საზრდოობდა, რაც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ომის დამთავრებისთანავე კიდევ უფრო გაძლიერდა კვლევითი ორგანიზაციების როლი და კონკურენცია დიდ კომპანიებს შორის, რამაც იაპონიის წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრად გადაქცევას ხელი შეუწყო.

სახელმწიფოს ჩართულობა ტექნოლოგიურ გარდაქმნებში

ფოტო: The Jewish Chronicles

მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის საწარმოო ძალა სრულად საომარი აღჭურვილობის შექმნისკენ იყო მიმართული, თუმცა ომის წაგების შემდეგ ქვეყანას სამხედრო ფინანსების დახარჯვაზე ლიმიტები დაუწესეს, რაც შემობრუნების წერტილად იქცა. ხელისუფლება ხვდებოდა, რომ ტექნოლოგიური მიღწევები ქვეყნის ხსნა იყო, ამიტომ ქვეყნის მამოძრავებელ ღერძად საერთაშორისო ვაჭრობისა და წარმოების სამინისტრო იქცა, სამეცნიერო სამუშაოში ჩართული ადამიანების რიცხვი კი გაორმაგდა.

60-იან წლებში, ინდუსტრიული კვლევებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სააგენტომ ორიგინალური ტექნოლოგიების ხელშეწყობა დაიწყო და მსხვილი კომპანიების ყურადღება "დიდი პროექტების" განხორციელებისკენ მიმართა. პროექტების ფარგლებში მოპოვებული ცოდნა, კვლევა და გამოცდილება სამრეწველო პროდუქციის წარმოებაზე უნდა განაწილებულიყო და კონკურენტ კომპანიებს საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობაც მიეცათ. ასე დაიწყო ტექნოლოგიური რევოლუცია, იმ დროისთვის პირველი დიდი მიღწევით, მიკროჩიპების ახალი თაობით, რამაც 80-იან წლებში პიკს მიაღწია. ამ დროისთვის, სამომხმარებლო პროდუქტების წარმოების დიდი წილი უკვე იაპონიაზე მოდიოდა.

კონკურენცია

ფოტო: Insurance Journal

იაპონიის საუკუნოვანი ტექნოლოგიური გზა, სოციალური გამოწვევები და ისტორიული ქარტეხილები მსხვილი კომპანიების ბედზეც აისახა. კონკურენტულ გარემოში გადარჩენისთვის ბრძოლა მუდამ სიახლეების დანერგვის, მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიური სიახლეების მყისიერი ათვისებისა და გაძლიერების მიზეზად იქცა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე დადებითად აისახა.

პანასონიკი ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც იაპონიის ტექნოლოგიური გარდაქმნის საუკეთესო მაგალითია. 1918 წელს, ჯერ კიდევ ტექნოლოგიური გამოღვიძების დროს დაარსებული კომპანია, რომელიც სამი ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა დააფუძნა, ერთ საუკუნეში იქცა გიგანტად. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მუდამ სიახლეებისკენ სწრაფვა იყო.

პანასონიკი — სუფთა ფურცლიდან დაწყებული ისტორია

ფოტო: BM

23 წლის კონოსუკე მაცუშიტამ ტექნოლოგიური კომპანია მომცრო სახლში მოწყობილი საწარმოდან დაიწყო და თავიდანვე ახალი სიტყვა თქვა ბაზარზე. გაუმჯობესებული ნათურის ხრახნი კომპანიის პირველი პროდუქტი იყო, რომელიც იმ დროისთვის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა, რასაც ველოსიპედების განათებების დამზადება მოჰყვა, რომელშიც ელემენტი იყო ჩაშენებული. მომდევნო ნაბიჯად ელექტრონული უთო და რადიომიმღები იქცა. კომპანია იზრდებოდა და გამოცდილების მატებასთან ერთად ახალ სიმაღლეებს იპყრობდა. ამის მიზეზი მაცუშიტას სწორი ხედვა იყო. ახალგაზრდა ბიზნესმენმა შიდა ტრენინგები, ცოდნის მოკვლევა და გაზიარება პრიორიტეტად დაისახა. მას სურდა ტექნოლოგიური პროდუქტები ისეთივე ხელმისაწვდომი ყოფილიყო, როგორც "ონკანის წყალი". კომპანიამ საერთაშორის ბაზარზე გასვლაც განიზრახა. შეიქმნა პროდუქციის ინგლისურენოვანი კატალოგი, დაიწყო ბაზრის კვლევა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დადგომასთან ერთად ძირითად მიმართულებად საომარი აღჭურვილობის დამზადება იქცა და შორსმიმავალი გეგმები გაურკვეველი დროით გადაიდო, თანაც ომის დასრულებისას კომპანიის სამუშაო ძალა განახევრებული იყო.

ახალი გამოწვევების კვალდაკვალ

ფოტო: Panasonic

მეორე მოსფლიო ომის შემდგომი ბაზარი მხოლოდ მსხვილი საწარმოების გადარჩენის შესაძლებლობას იძლეოდა, ამიტომ ეფექტური ცვლილებები იყო საჭირო. პანასონიკმა კვლევითი საქმიანობის მიმართულებით დატვირთვა გააძლიერა და ამის პარალელურად ტექნოლოგიური სიახლეების განვითარებაზე იზრუნა.

შეიქმნა სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, მაცივარი და შეძლებული ადამიანებისთვის სადემონსტრაციო შეხვედრებით მათ პოპულარობაზე მუშაობა დაიწყო. პანასონიკმა მხოლოდ გადარჩენა კი არ შეძლო, გიგანტადაც იქცა, 1981 წლისთვის კომპანიის ექსპორტმა 13 მილიარდს გადააჭარბა.

პანასონიკი — იდეები სიცოცხლისთვის

ფოტო: Panasonic

ტექნოლოგიურ გიგანტს პანასონიკი 2008 წელს ეწოდა, თუმცა ის საკუთარ ფესვებს არასდროს დაშორებია. კომპანიის დასაწყისში დასახული მიზანი, რაც ხელმისაწვდომი ტექნიკის შექმნას გულისხმობდა, უცვლელი დარჩა და ამასთან თანამედროვე სამყაროს გამოწვევების საპასუხოდ ეკომეგობრული მიდგომების განვითარება დაიწყო. 2014 წელს ფუჯისავას აღდგენად რესურსებზე დაფუძნებული სმარტ ქალაქი შეიქმნა, რომლის ტექნოლოგიური მხარდამჭერი პანასონიკია. მომავლის ქალაქი მხოლოდ საწყისი ნაბიჯია, რომელსაც სხვა ეკომეგობრული დასახლებების გაჩენა უნდა მოჰყვეს. 2018 წელს კომპანიის 100 წლის თავზე გახსნილი პანასონიკის მუზეუმი წარსულის პატივის მიგება და კომპანიის სამომავლო გეგმების კიდევ ერთხელ გადაფასებაა, რაც მაცუშიტას მიდგომების თანამედროვეობასთან ადაპტირებას გულისხმობს.

იაპონური დღეები ალტაში

ფოტო: ალტა

იაპონური ტექნიკა საუკეთესო ხარისხის, ფასისა და მრავალფეროვანი შესაძლებლობების ნათელი მაგალითია. წამყვანი იაპონური ბრენდები უახლესი ტექნოლოგიების ათვისებას, ეკოლოგიაზე ზრუნვას და მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებას წარმატებით ახერხებენ. იაპონური დღეები ალტაში სწორედ ამ წამყვანი ტექნოლოგიური სახელმწიფოს პროდუქციას ეძღვნება. კამპანიის ფარგლებში, იაპონური საპარსების, ტრიმერების, მტვერსასრუტების და ირიგატორების შეძენას საუკეთესო ფასად შეძლებთ. პანასონიკის პროდუქციის შეძენაც სწორედ ალტაში შეგიძლიათ.

არ გამოტოვოთ იაპონური დღეები ალტაში და შეიძინეთ პანასონიკის ტექნიკა დიდი ფასდაკლებით.