ვინც არ არის იმუნური, ყველას დაემართება, იმის იმედი არავის ჰქონდეს, რომ ვინმე ინფიცირებას გადაურჩება — იმნაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსი დაემართება ყველას, ვინც იმუნური არ არის. მისი თქმით, გადაცემის რისკი ზაფხულშიც კი ძალიან მაღალი იყო და ზამთარში კიდევ უფრო გაიზრდება.
"ჩვენ, ყველანაირი გათვლებით, ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის ამთვისებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დაავადება, ისევე როგორც წითელა და ისევე როგორც, ჩუტყვავილა რომ მოედება ხოლმე ყველას, ვინც არ არის იმუნური, აი, ზუსტად ასე იქნება, ეს ყველას იპოვის, ვინც არ არის იმუნური, ყველას დაემართება. იმის იმედი არავის ჰქონდეს, რომ ვინმე კორონას გადაურჩება", — ამბობს იმნაძე რუსთავი2-თან.
პაატა იმნაძე ასევე ამბობს, რომ ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი გველის. მისი განმარტებით, ჩვენ ვართ არააცრილი პოპულაცია და შესაბამისად, ავადობაც და სიკვდილიანობაც მაღალი იქნება.
19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 920 934 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებული კი 907 106 ადამიანია.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 422 საიდანაც: მძიმე პაციენტია 1 247, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284. 970 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 33 890 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 61 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 27 836 ადამიანი.
საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი, თუმცა ასტრაზენეკათი აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ერთი დოზა უკვე გაიკეთა.
ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების ან საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, აცრას შეძლებენ 12-წლიდან ბავშვებიც.
უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. დეტალები ნახეთ აქ: ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები