სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, დამიზუსტებენ ახლა — გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
"ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ცოცხალი. კონტაქტურები იყვნენ ორივე. გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია კიდე ნანახი, დამიზუსტებენ ახლა", — აცხადებს ის.
მისი თქმით, გარდაცვალებას 100%-ით ვერ ადასტურებს და ახლა მუშაობენ, რომ ნახონ.
"სავარაუდოდ, ადამიანის ცხედარია, ახლა მუშაობენ, რომ აწიონ ეს სინკარები და ნახონ, სავარაუდოდ, გარდაცვლილი უნდა იყოს", — აცხადებს შს მინისტრი.
რაც შეეხება ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა რაოდენობას, გომელაური ამბობს, რომ დაახლოებით 10-დან 15-მდე ადამიანს ვარაუდობდნენ და ახლაც იგივეს ფიქრობენ, თუმცა ამ დრომდე აზუსტებენ და 10-ზე მეტი არ უნდა იყოს. მისი განმარტებით, ზუსტ რაოდენობას ვერ ამბობენ, რადგან შეიძლება ვინმე სტუმრად იყო ან არ არის გამორიცხული, რომ ბინებში, რომელთა მეპატრონეები ქალაქში არ არიან, ვინმე ყოფილიყო.
"ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 7-8 კაცი, ნუ, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. თუმცა ვმუშაობთ მთელი ღამე და თუნდაც ხვალამდე გაგრძელდება, სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით პირიქით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არაფერი დავუზიანოთ. [...] ვერ ვადასტურებთ იქედან გამომდინარე რაოდენობას, რომ შეიძლება სტუმრად იყო ვინმე, ბევრი დაკეტილი ბინა იყო და მფლობელები თბილისში არიან, ისინი ვერ გვიდასტურებენ, ბინაში ვინმე იყო თუ არა, არის შემთხვევები, როდესაც აცხადებენ, რომ ნათესავს ჰქონდა გასაღები, ეს ნათესავი იძახის, არავინ შემიშვია, თუმცა ამას ვერ ვადასტურებთ, აქედან გამომდინარე, რაოდენობას ვერ გეუბნებით ზუსტს", — აცხადებს ის.
მისივე თქმით, მეზობლების ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 2 ან 3 ბავშვია.
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ სამუშაო მძიმეა, რადგან ჩამონგრეული კორპუსი ორ კორპუსს შორისაა და მისადგომად ორივე მხრიდან მუშაობენ.
"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის გადმოლაგება, რომ თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, სწრაფად ვუშველოთ და გადავიყვანთ საავადმყოფოში".
დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები 11 საათზე მეტია ცდილობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. ამ დროისთვის გამოყვანილია ორი ადამიანი, ორივე მათგანი ცოცხალია. ცნობილია, რომ ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, კაცის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას On.ge ამ წუთებშიც ცდილობს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამ დრომდე უცნობია ნგრევის მიზეზიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გაიგე მეტი:
- წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო, გამოძიება მუშაობს — ღარიბაშვილი კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებზე
- სამშენებლო სამუშაოებს მესაკუთრეები აკეთებდნენ, შეიძლება ეს იყოს ნგრევის მიზეზი — გომელაური
- "ტელეფონს არ პასუხობს" — ბათუმში მოქალაქეები ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან
- ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან გამოყვანილი ბავშვი კლინიკიდან გაწერეს
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები