ქალი, რომელსაც გარეგნობის გამო დასცინოდნენ, სილამაზის კონკურსზე უმაკიაჟოდ გამოვა
ფოტო: ELLE SELINE
მის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი მონაწილე, 31 წლის ელ სელინი, რომელიც სკოლაში გარეგნობის გამო ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, კონკურსზე მაკიაჟის გარეშე გამოვა.
ნახევრად ბრიტანელი და ნახევრად ბერძენი ელი სკოლაში თანატოლებისგან გარეგნულად განსხვავდებოდა. მისი თქმით, განსხვავებული გარეგნობის, სხეულზე მეტი თმისა და ხვეული თმის გამო თანატოლები ხშირად ჩაგრავდნენ.
"განსხვავებული კულტურის წარმომადგენელი ვარ. ხშირად დამცინოდნენ სხეულის ფორმის გამო, ასევე, ძალიან ხვეული თმა მქონდა და ყოველთვის ამბობდნენ, რომ ტილები მყავდა და გორილა ვიყავი, რადგან სახესა და იღლიაში მათზე მეტი თმა მქონდა", — ამბობს ელი.
ამის გამო 13 წლის ასაკში თმის გაპარსვა, დასწორება და მაკიაჟის ტარება დაიწყო.
"ჩემი კანის ფერზე ღია ტონალური მესვა, რადგან ძალიან მინდოდა, ჩემი ადგილი მეპოვა. დღეს ფილტრები და აპლიკაციები სწორედ იმას აკეთებს, რასაც მე სკოლაში ვაკეთებდი", — ამბობს ელი.
მის დიდი ბრიტანეთის კონკურსის ახალ კატეგორიაში, რომელიც 27-38 წლის ქალებისთვის იმართება, ელიმ მონაწილეობა შარშანაც მიიღო, თუმცა მაშინ მაკიაჟს ატარებდა. წელს ახალი თაობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად, მათთვის თავდაჯერების გასაზიარებლად, კონკურსზე უმაკიაჟოდ გამოვა.
"შეიძლება ეს სკოლის მოსწავლე გოგომ ნახოს და იგრძნოს, რომ საკმარისად კარგია ისეთი, როგორიც არის", — აღნიშნავს ელი.
ელის თქმით, თავდაჯერებულობა ლოქდაუნში შეიძინა, როდესაც მაკიაჟის გაკეთების წნეხს აღარ გრძნობდა. ელიმ ისწავლა, თუ როგორ მიეღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. დარწმუნებულია, რომ კონკურსზე უამრავი ადამიანის წინ გასვლა რთული იქნება, თუმცა გრძნობს, რომ მიუხედავად შედეგისა, საკუთარი თავით აუცილებლად იამაყებს.
"ვალდებული ვართ, მომდევნო თაობას ვუთხრათ: "შეგიძლია, საკუთარი თავი იყო".
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა


კომენტარები