ილონ მასკი — "ავტოპილოტის ახალი ბეტა ვერსია გაგაოგნებთ"
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, კომპანიის სრულად ავტონომიური მართვის სისტემის (FSD) ახალი ბეტა წარმოუდგენლად მაგარია.
მძღოლის დამხმარე ფუნქციები — რომელიც, როგორც სახელი გვეუბნება, რეალურად სრულად ავტონომიური არ არის — პირველად მომხმარებელთა მცირე ნაწილმა შარშან, მოხალისეობრივად მიიღო და საერთო მოხმარების გზებზე დატესტა.
ახლა, ტესლა ბეტა ვერსიის გაშვებას უფრო ფართო აუდიტორიისთვის გეგმავს.
"განახლება ეტაპობრივად მოხდება, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით", — დატვიტა მასკმა ხუთშაბათს, როდესაც ფუნქციის ფართო მასებზე გავრცელების შესახებ კითხეს.
ეს კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ტესლას დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს.
კარგი ამბავი ისაა, რომ მასკი უსაფრთხოებაზე მეტადაა ფოკუსირებული. გასული თვის ბოლოს მასკმა აღიარა, რომ ავტონომიური მართვის წინა ვერსიები "იდეალური არაა, მაგრამ ავტოპილოტის ხელოვნური ინტელექტის გუნდი მის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს".
ფუტურისტული ფუნქციის ადრინდელი ვერსიები, ერთი შეხედვით, კარგად მუშაობდა, თუმცა ავტონომიურ მართვას ხარვეზები ნამდვილად ჰქონდა. იყო შემთხვევებიც, როდესაც ავტოპილოტის რეჟიმში მომხდარ ავარიას დაზიანებები მოჰყვა.
ავტონომიური მართვის ფუნქცია, რომელიც შეცდომებსაც უშვებს, უფასო არაა. Tesla-ს ეს ფუნქცია 10 000 დოლარი ღირს და მასთან დაკავშირებულ საქმეებს ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია იძიებს.
გამომძიებლები დაინტერესდნენ იმ რამდენიმე შემთხვევებით, როცა ავარია, მგზავრების თქმით, ავტოპილოტის გაუმართაობამ ან შეცდომამ გამოიწვია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვთქვათ, რომ ავტონომიური მართვა მომავლის ტექნოლოგიაა, ის ყოველდღიურად იხვეწება და სულ მალე სრულყოფილიც გახდება. ამასთანავე იზრდება ავტომობილების რიცხვი, რომლებიც ამ სისტემებს იყენებენ და ისინი ერთმანეთს უკეთ აღიქვამენ.
კომენტარები