ახალი ზელანდიის სკოლაში ქათამი ავტომესადგომედ დასაქმდა
ფოტო: Linda Jones
ჩვენს დროში დასაქმებული ცხოველების ამბები ვიღას უკვირს?! პატრონებმა ალბათ იმდენი უჩიჩინეს, ნუ ნაცარქექიობთო, რომ ხან ოპერატორად, ხან პაციენტების მიმსალმებლად და ხანაც თანამშრომლების განწყობაზე მზრუნველად დაიწყეს მუშაობა. თუმცა, ამ ამბის გმირი არცერთია; მისი პოზიცია უფრო სერიოზული და საპასუხისმგებლოა.
ახალი ზელანდიის ერთ-ერთ სკოლაში ქათამი, სახელად ჰენრი, თურმე ავტომესადგომედ აუყვანიათ.
ნიუსტედის დაწყებითი სკოლა ამავე ქალაქის ფერმის მახლობლად მდებარეობს. ფერმის მფლობელი კი სკოლის დირექტორი, ტრეისი ტრიგია. იგი ჰენრის ყოველ დილით აწყობს სპეციალურ მანათობელ ჟილეტში, ქათამი კი ამის შემდეგ ტერიტორიაზე პატრულირებისათვის მიემართება.
მშობლებმა, რომლებსაც ბავშვები მოჰყავთ სკოლაში, ჰენრის შესახებ იციან, ამიტომ მანქანას ფრთხილად და ნელა ატარებენ.
ტრიგის თქმით, ჰენრი გასული წლის მიწურულს იპოვა, როცა ქათამი მეზობლის სახლში შეიპარა და მის ხალიჩაზე მოისაქმა. თუმცა, უკვე პატრონიანმა ჰენრიმ ჩვევა მაინც არ მოიშალა, საქათმიდან გაიქცა და პირდაპირ სკოლის ერთ-ერთ კლასს მიაშურა შესვენებისას. სწორედ მაშინ გაუჩნდა სკოლის დირექტორს და ფერმის მფლობელს იდეა, რომ ჰენრისთვის შესაფერისი, მაგრამ საპასუხისმგებლო საქმე ჩაებარებინა.
ფოტო: Linda Jones
რა გასაკვირია, რომ სკოლის მოსწავლეებსაც და მათ მშობლებსაც ის ძალიან უყვართ. სხვათა შორის, ქათამს, რომელიც ბავშვებს ყოველ დილით, სწავლის დაწყებამდე ესალმება, სახელი სწორედ მოსწავლეებმა შეურჩიეს.
"როცა [მშობლები] მანქანებით მოდიან, ბავშვებს არ უახლოვდებიან, რადგან ჰენრი არ უშვებს", — ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე, მოლი მაკმიურეი, — "მერე კი ცოტა ხნით გასეირნებასაც ვახერხებთ. [ჰენრი] ძალიან მიყვარს".
საკუთარი საქმის პატიოსნად შემსრულებელი ქათამმა კი უკვე თანამშრომლებსაც შეაყვარა თავი; თანაც, იმდენად, რომ დასასვენებელ ოთახშიც კი უშვებენ.
სამუშაო ფორმას რაც შეეხება, ცოტა კი გაჭირდა ქათმის ზომის ჟილეტის პოვნა, თუმცა, საგანგებოდ ჰენრისთვის ის ინტერნეტით გამოიწერეს.
"ძალიან დამჯერად და აუღელვებლად გამოეწყო ჟაკეტში", — ამბობს ტრიგი, — "ახლა კი ყოველ დილას მისი ჩაცმით იწყებს და სადილობამდე ატარებს. სანამ ახლომახლო ყველი ეგულება, მანამდე შეუძლია, ასე გაბადრულს ეცვას".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები