ზურაბიშვილი ავღანეთში ქალთა უფლებების დაცვის შესახებ ქალი ლიდერების ერთობლივ მოწოდებას შეუერთდა
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების შესახებ ქალ ლიდერთა ერთობლივ მოწოდებას შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ჩვენ, ლიდერ ქალებს, გვინდა დავარწმუნოთ ავღანელი ქალები და გოგოები, რომ ყურადღებით დავაკვირდებით მათ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გავაგრძელებთ მათი უფლებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერას", — ნათქვამია ქალი ლიდერების მოწოდებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, დიდი ყურადღება გაამახვილონ ავღანეთში ქალების უფლებებზე. ეს მოწოდება სლოვაკეთის პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვასა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრის, კატრინ იაკობსდოტირის ინიციატივაა. მოწოდებას შეუერთდნენ დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ახალი ზელანდიისა და ნორვეგიის პრემიერმინისტრი და საბერძნეთისა და მოლდოვას პრეზიდენტები.
დღეს ავღანეთში ქალებმა განათლებისა და მუშაობის უფლებების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათ ქუჩაში გამოსვლა გაბრაზების გამო გადაწყვიტეს, რადგან მათი თქმით, თალიბანს ქალთა მუშაობის უფლებებზე პასუხები არა აქვს. როგორც აქციის მონაწილე ქალები ჰყვებიან, მათ სამსახურებში მისვლის უფლებას აღარ აძლევენ ან ოფისებში მისვლის შემთხვევაში, უკან აბრუნებენ.
ავღანეთზე კონტროლის ხელში აღების შემდეგ თალიბანის პრესსპიკერმა მედიასთან პირველ პრესკონფერენციაზე ქალთა უფლებებზე ისაუბრა. მან ამ საკითხს "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა და თქვა, რომ მხარს უჭერენ ქალთა უფლებებს, თუმცა მხოლოდ შარიათის კანონის ფარგლებში. მას შემდეგ კი, რაც თალიბებმა ავღანეთი დაიკავეს, არაერთმა ავღანელმა ქალმა საჯაროდ ისაუბრა საკუთარი შიშებისა და მოლოდინების შესახებ.
გაიგეთ მეტი:
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
კომენტარები