გრიგოლ ვაშაძე

2 Sep. 2021, 14:13

ამ არჩევნებს ნუ შეხედავთ, უბრალოდ, როგორც ვალის მოხდას. გონიერად, დაფიქრებულად, გულითაც და გონებითაც გააკეთეთ არჩევანი, შემოხაზეთ ერთიანი, მიეცით ხმა მესამე ძალას, რომ მთელი ის პროტესტი, რომელიც 30 წლის განმავლობაში დაგიგროვდათ სწორად იყოს მიმართული და ბოლოს და ბოლოს ამ სახელმწიფომ დაიწყოს ნორმალური განვითარების გზაზე სიარული. დიდი წარმატება მინდა თამუნას ვუსურვო, დიდი წარმატება მინდა სერგოს ვუსურვო, ჩემი მოკრძალებული ძალებით დავეხმარები და ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ძვირფასო საქართველოს მოქალაქე, ყველაფერი არის თქვენზე, ემიგრაციაც კი არ გიშველით, დამიჯერეთ, ძალიან მძიმეა ქართველისთვის სამშობლოს გარეთ ცხოვრება. ცოცხი უნდა ავიღოთ და ჩვენი სახლი დავალაგოთ. სხვა ამის გამკეთებელი არავინ არ არის. 

განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა მესამე ძალის წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ