ქართული სტარტაპის მოზიდული ინვესტიცია — TTM-ის წილი ლატვიურმა კომპანიამ შეიძინა
ფოტო: თიბისი
ლატვიაში დაფუძნებულმა Baltic Tech Ventures-მა ქართული სტარტაპის — Total Traffic Management-ის (TTM) სააქციო წილი შეიძინა.
Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლებს TTM-ის საქმიანობის გაცნობის საშუალება Pitch Day-ის ღონისძიებაზე ჰქონდათ, რომელიც თბილისის მერიისა და "საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის" (AXEL) ორგანიზებით გაიმართა.
ქართულ სტარტაპს — TTM-ს — შექმნილი აქვს ავტომობილების სიჩქარის შეზღუდვის ე.წ. ჭკვიანი მოწყობილობა — ISA (Intelligent Speed Assistant), რომელიც GPS მოწყობილობასთან ერთად, ავტომობილის სიჩქარეს რეალურ დროში, გზის მოცემულ მონაკვეთზე არსებული სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით ამცირებს. ISA აჩქარების პედალზე მაგრდება და თავსებადია თითქმის ყველა ტიპის ავტობომილთან, მათ შორის, ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებთან.
"საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნესსექტორის მხარდაჭერა და ინტენსიური კავშირების დამყარება ევროპულ კომპანიებთან თბილისის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომაც, 23-24 ივნისს თბილისის მერიის და აქსელი-ს ორგანიზებით, ორდღიანი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც საშუალება მოგვცა, თბილისის საინვესტიციო შესაძლებლობები წარმატებით წარგვედგინა და ბალტიის ქვეყნებიდან "ანგელოზი ინვესტორების ქსელების" წარმომადგენლებისთვის წამყვანი სტარტაპ ეკოსისტემა გაგვეცნო. ჩვენი პირველი შედეგები შთამბეჭდავია და მეტად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან, ინვესტიციის შესახებ მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე სტარტაპთან მიმდინარეობს", — განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.
TTM-ის მიერ მოზიდულ ინვესტიციას აქსელი-ს დამფუძნებლებიც წარმატებულად აფასებენ. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს "საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის" შესაძლებლობებს — აღმოაჩინონ ადრეული ეტაპის საუკეთესო სტარტაპები და ისინი შესაბამის ინვესტორებთან დააკავშირონ.
Baltic Tech Ventures-ის აღმასრულებელი დირექტორი და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ ზოლოტარევი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით, ავტომობილების გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.
"Baltic Tech Ventures აღტაცებულია TTM-ში ინვესტირების შესაძლებლობით. ქართული სტარტაპის წარმომადგენლებს თბილისში შევხვდით, აქსელის და თბილისის მერიის ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ჩვენ ვიზიარებთ TTM-ის ხედვას — "მსოფლიო ავტოსაგზაო შემთხვევების გარეშე". სრულიად ვართ დარწმუნებული TTM-ის გუნდის შესაძლებლობებში და გვჯერა რომ, ისინი ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით, საავტომობილო გადაადგილებას ყველასთვის უსაფრთხოს გახდიან", — აღნიშნავს ჯინ ზოლოტარევი.
გარდა ამისა, Baltic Tech Ventures-მა დააზღვია სავალუტო ოფციონები, რათა მომავალში TTM-ის დამატებითი აქციებიც შეისყიდოს.
უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სტარტაპებით და ინვესტირებას ახორციელებენ ახლადშექმნილ ტექნოლოგიებში, თბილისმა 23-24 ივნისს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ინვესტორებს საშუალება ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ ადგილობრივი სტარტაპ კომპანიების წარმომადგენლებს, მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მოესმინათ და დედაქალაქში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემას გაცნობოდნენ. თბილისში LitBAN/the Lithuanian Business Angel Network; LatBAN/the Latvian Business Angel Network; EstBAN/the Estonian Business Angels Network და Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის მერია და "ანგელოზ ინვესტორთა ქსელი", ხოლო პარტნიორი თიბისი ბიზნესი იყო.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები