იტალიის მოქალაქემ QR კოდის ტატუ გაიკეთა, რომელიც ადასტურებს, რომ ის ვაქცინირებულია
ტექნიკურად, ჩვენ ნებისმიერი რაღაცის ტატუირება შეგვიძლია, მაგრამ ტატუების ძირითადი ნაწილი საკმაოდ არაორიგინალურია. ამის საპირისპიროდ, იტალიის მოქალაქეს სრულიად ორიგინალური ტატუს გაკეთების იდეა გაუჩნდა. მან QR კოდის ტატუ გაიკეთა, რომელიც ადასტურებს, რომ მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს მიღებული. ის ამ ტატუს როგორც სერთიფიკატს ისე გამოიყენებს.
QR კოდი ან შტრიხ კოდი არის ერთი შეხედვით ორ-განზომილებიანი კოდი, რომელიც ციფრულად ინახავს მონაცემებს. დღეს ამ ტიპის შტრიხ-კოდს მოიხსენიებენ როგორც ერთგანზომილებიანს.
ტატუ არტისტმა, რომელმაც კონკრეტული ტატუ შექმნა, ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ის ნამდვილად მუშაობს. შესაბამისად, იტალიის ამ მოქალაქეს ვაქცინაციის დამადასტურებელ QR კოდის ძებნა აღარ დასჭირდება, არც ფურცელზე და არც ციფრულად, ის ყოველთვის თან ექნება.
ახლა, როდესაც ბიოსენსორებით ჩამონტაჟებული "ელექტრონული" ტატუები ხელმისაწვდომი ხდება, საინტერესოა რამდენად მრავალფეროვნად იქნება მათი გამოყენება შესაძლებელი. მაგალითად, MIT-მა და Microsoft-მა ისეთი ტატუ შექმნეს, რომელსაც სმარტფონების მართვა შეუძლია.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები