მეუფე საბა

20 Aug. 2021, 23:48

ვირუსი არის ფიზიკური დაავადება, კერძოდ, კორონავირუსზე მაქვს საუბარი და სხვა ვირუსებზე, და არა სულიერი დაავადება. პირველ რიგში შევთანხმდეთ ამაზე, რომ ეს არ უნდა განვიხილოთ, როგორც საღვთისმეტყველო საკითხი, არამედ ეს არის სამედიცინო საკითხი. ამიტომ თავიდანვე და დღესაც ვიმეორებთ და ვამბობთ, რომ ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენ უნდა მოგვაწოდონ ექიმებმა და დღევანდელ დღეს ვაქცინასთან დაკავშირებით მედიკოსები უნდა საუბრობდნენ და არა სასულიერო პირები.

სამწუხაროდ, არის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ვირუსის დემონიზებას ახდენს. მათი სიტყვით, შესაძლებელი ხდება, რომ შეიძლება ადამიანები მოკვდნენ იმის გამო, რომ დაუჯერონ მათ სიტყვას, არ აიცრან და გახდნენ ამ საზარელი ვირუსის მსხვერპლი.

მე რატომ მეკითხები აცრის შესახებ, რაც მე არ მეხება. აცრა არ არის რელიგიური საკითხი, არამედ არის მედიკოსების საკითხი. თუ დღეს მსოფლიოში მედიცინის მუშაკები მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება არის აცრა, მაშინ, უნდა ვუსმინოთ მათ სიტყვას, თუ გვინდა რომ ჩვენ გადავარჩინოთ ჩვენი ხორციელი სიცოცხლე, ჩემო კარგებო. და არ გავხდეთ იმ ფანატიკოსი მღვდლების პროპაგანდის ნაწილი, რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ აიცრან და შეიძლება მათი სიცოცხლე ფატალურად, სიკვდილით დამთავდეს, თუკი მათ დაუჯერებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მეუფე ზენონი: მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად
  2. რა ევალება მამუკა მდინარძეს ახალ პოსტზე?
  3. ევროპული სკოლა: სკოლის ადმინისტრაციამ მყისიერად და სრულად აამოქმედა შესაბამისი რეაგირების მექანიზმები
  4. თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა
  5. პაატა ბურჭულაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამ ორმა “დიდად პატივცემულმა” პროკურორმა ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კვლევის თანახმად, დინოზავრები იმაზე 10 მილიონი წლით ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა

პრინსტონისა და იელის უნივერსიტეტების ახალი კვლევის თანახმად, დინოზავრები იმაზე 10 მილიონი წლით ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე…