20 ფოტოში აღბეჭდილი ქაოსი და სასოწარკვეთა დაცემული ქაბულიდან
00წაკითხვა00კომენტარი00გაზიარება
მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთის სხვა ყველა დიდ ქალაქთან ერთად დედაქალაქი ქაბულიც აიღო, ქვეყანა პრეზიდენტმა მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად დატოვა და თალიბანის მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი პანიკამ მოიცვა.
ამ მოვლენების პარალელურად აშშ-მ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ქაბულიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და თავიანთი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. მათთან ერთად ბევრი ავღანელიც იმედოვნებდა, რომ ქვეყნის დატოვებას შეძლებდა, ამიტომ ქაბულის აეროპორტში ხალხის დიდი რაოდენობა შეგროვდა, რათა როგორმე თვითმფრინავში მოხვედრა შესძლებოდათ.
ამის გამო აეროპორტში ქაოსი იყო, ისმოდა სროლის ხმა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კიდეც, როცა თავის შველას ბოლო წუთებში თვითმფრინავზე მოჭიდებით ცდილობდნენ.
1. ავღანელები ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე 16 აგვისტოს
2. მათი ნაწილი სხვადასხვა გზით სასოწარკვეთილი ცდილობდა, რომ თვითმფრინავში მოხვედრილიყვნენ და ქვეყანა დაეტოვებინათ
3. ქალები ბავშვებთან ერთად ქაბულში ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტისკენ მირბიან, 16 აგვისტო
4. პასპორტების ასაღებად ადგილობრივები გრძელ რიგში საათობით დგანან, რათა ქვეყნიდან გასვლა შეძლონ, 14 აგვისტო
5. თალიბანის წევრი ქაბულის აეროპორტთან, 16 აგვისტო
6. ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, 16 აგვისტო
7. თალიბანის მებრძოლები ქაბულთან ახლოს, 15 აგვისტო
8. საცობი ქაბულის ქუჩებში, 15 აგვისტო
9. უამრავი ადამიანი პაკისტანის საზღვრიდან ცდილობს ავღანეთის დატოვებას, 13 აგვისტო
10. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან თალიბების მიერ იძულებით გადაადგილებული პირები ქაბულისკენ მიემართებიან, 10 აგვისტო
11. ავღანელი ქალი შვილებთან ერთად სახლს ტოვებს ქალაქ ყანდაარში, 4 აგვისტო
12. ავღანელი ბავშვი ქაბულის აეროპორტში
13. თალიბანის წევრები ქაბულის ქუჩებში
14. დაჭრილი კაცი ჰამიდ კარზაის აეროპორტში
15. ბავშვს, რომელიც ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციიდან ომს ქაბულში გამოექცა, დედაქალაქის ერთ-ერთ პარკში სძინავს
კომენტარები