7 აგვისტოს პირველი უსაფრთხო წვეულება გაიმართება — Open Culture at EZO Festival
ფოტო: eZo Festival
#openculture ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა — ACT4CULTURE-ის მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეაა და წარმოადგენს მუსიკალური და კულტურული ღონისძიებების მომზადების, ორგანიზებისა და რეაგირების სტრატეგიას, რომელიც ელექტრონული მუსიკის, საკლუბო, საფესტივალო და საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს დაეხმარება კრიზისის დაძლევასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში.
"გლობალურმა გამოცდილებამ, მაღალკვალიფიციურმა კვლევებმა და მრავალათასიანი საპილოტე ღონისძიებების შედეგებმა აჩვენა, რომ ღია და დახურული ღონისძიებების ჩატარებას აუდიტორიის წინასწარი ტესტირების გზით ნულამდე დაჰყავს ინფიცირებისა და პანდემიის გავრცელების რისკი. აღნიშნული კვლევები და შეგროვებული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება ჯანმრთელობის რისკების მინიმუმამდე დაყვანით, რადგან ქალაქებში სადაც მკაცრი რეგულაციების პარალელურად არ ტარდება ზრუნვის პოლიტიკა და არ არსებობს ლეგალური ალტერნატივა, გაცილებით საშიში კერები ჩნდება", — აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
#openculture-ის სამოქმედო გეგმა შემუშავებულია გლობალური მასშტაბით ჩატარებული კვლევების საფუძველზე და ითვალისწინებს ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების მსვლელობის დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას.
#openculture-ის ფარგლებში, სტუმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით სპეციალურად შექმნილ ახალ აპლიკაციას, covidpass.moh.gov.ge-ს გამოიყენებენ, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრის კოვიდ სტატუსის იდენტიფიცირებას.
7 აგვისტოს, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის პირველ უსაფრთხო წვეულებაზე დაუკრავენ წამყვანი ქართული კლუბების რეზიდენტი არტისტები:
Ako Von Unten (Mzesumzira), Digital Groove Affair (Khidi / G2), Frankie Beatnik B2B Levi Love Disco / (Mzesumzira) HVL (Bassiani / Horoom), Khvedeliani (DAISI), Kura(Reflector), Nicole (Cafe Gallery). Yves B2B Parna (Mtkvarze) 98Dots (Colibri)
როგორ დავესწროთ ღონისძიებას?
დამსწრე პირებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge, ატვირთოთ პირადი მონაცემები (პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი) და მიიღოთ უნიკალური QR კოდი, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებ საშვს. უნიკალური QR კოდი შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონში, ან ამობეჭდოთ და წარმოადგინოთ კარში. ღონისძიების დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი კოვიდ სტატუსი.
უნიკალური QR კოდის წამკითხველი ანახებს აკმაყოფილებთ თუ არა შემდეგ კრიტერიუმებს:
- ბოლო 6 თვის მანძილზე გადაიტანეთ COVID-19;
- თუ ხართ სრულად ვაქცინირებული, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ;
- ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩაიტარეთ PCR ტესტი და მიიღეთ უარყოფითი პასუხი;
- ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ ანტიგენის სწრაფი ტესტი და პასუხი უარყოფითია.
იმ პირებს რომლებსაც გავლილი აქვთ ვაქცინაცია ან გადატანილი აქვთ COVID-19, შეუძლიათ როგორც ონლაინ ასევე ფიზიკური ბილეთის ყიდვა, უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებად მხოლოდ უნიკალური QR კოდის წარდგენა დასჭირდებათ.
წინასწარი ტესტირების საჭიროების მქონე პირებმა ონლაინ ბილეთის ყიდვის დროს უნდა მონიშნონ რომ საჭიროებენ PCR ტესტირებას, რის შემდეგაც tkt.ge გაუგზავნის სარეგისტრაციო ბმულს. ლაბორატორიის ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ სტუმრები შეძლებენ 5 და 6 აგვისტოს დილის 9:00 საათიდან 18:’00 საათამდე უფასოდ ჩაიტარონ ტესტირება მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია კლინიკაში რეიმანი (მისამართი: სანდრო ეულის ქ. #7).
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წარადგინოთ:
- უსაფრთხო ღონისძიების საშვისთვის საჭირო უნიკალური QR კოდი, მწვანე საშვი, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული პიროვნება აკმაყოფილებს კრიტერიუმებს.
- წვეულების ონლაინ ბილეთი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გაითვალისწინეთ:
ტესტირება ადგილზე არ კეთდება;
არ მიიღება პერსონალურად (სახლში) გაკეთებული ტესტირების პასუხები. დასაშვებია მხოლოდ ლაბორატორიულად დამოწმებული და ლაბორატორიის მიერ ჯანდაცვის ბაზაში ატვირთული ტესტის პასუხები.
როდის დაიწყება ღონისძიება?
Open Culture at eZo Festival 7 აგვისტოს, 22:00-ზე დაიწყება.
რამდენ სტუმარზეა გათვლილი ღონისძიება?
ღონისძიება გათვლილია 1200-1500 სტუმარზე.
როგორ შევიძინოთ ონლაინ ბილეთი, რა პროცედურების გავლა დაგვჭირდება?
ბილეთის ონლაინ შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე tkt.ge/openculture
ონლაინ ბილეთის შეძენით ეთანხმებით პერსონალური მონაცემების (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გაზიარებას, კვლევაში მონაწილეობის წესებს და პირობებს, რათა ღონისძიების დასრულების შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებმა შეძლონ სიღრმისეული კვლევა საერთო ინტერესისთვის. კვლევის შედეგები დამუშავდება იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც აუცილებელია ანალიზისა და ინტერპრეტაციისთვის, ხოლო შედეგების ანალიზური ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება მესამე პირთათვის შემდგომი გამოყენების მიზნით, იმგვარი ფორმით, რომელიც გამორიცხავს პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
როგორ შევიძინოთ ბილეთი კარზე, რა პროცედურების გავლა დაგვჭირდება?
ფიზიკური ბილეთის კარზე შესაძენად დამსწრე პირები უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge და ატვირთოთ პირადი მონაცემები, რის შემდეგაც პროგრამა აგენერირებს უნიკალური QR კოდს, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებ საშვს.
ვარ კოვიდგადატანილი, შემეძლება ღონისძიებაზე დასწრება?
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილ პირებს.
PCR/ანტიგენ ტესტის პასუხი მაქვს, საკმარისი იქნება ღონისძიებაზე დასასწრებად?
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.
ვარ ერთხელ ვაქცინირებული, შემეძლება ღონისძიებაზე დასწრება?
ერთჯერად აცრილებს მოუწევთ ლაბორატორიაში PCR ან ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარება, ამასთან ერთად უნდა დარწმუნდნენ რომ ლაბორატორია მათ პასუხს ატვირთავს ჯანმოს ბაზებში, რის შემდეგაც გაივლიან რეგისტრაციას ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge და COVID19 ტესტზე მიღებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვებგვერდზე მიღებული უნიკალური QR კოდი წარადგინონ კარზე. ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც აღნიშნულ ვებგვერდზე მიღებული მწვანე საშვით დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს.
ვარ სრულად ვაქცინირებული, მაქვს COVID19 პასპორტი, შემეძლება ამ პასპორტით ღონისძიებაზე დასწრება?
იმ პირებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ვაქცინაცია, ორჯერადი აცრიდან გასულია ორი კვირა, შეუძლიათ როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური ბილეთის ყიდვა, მხოლოდ უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებად უნიკალური QR კოდი — საშვის წარდგენა დასჭირდებათ, რომლის მიღებაც შესაძლებელია რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge რეგისტრაციის შემდგომ მიღებული უნიკალური QR კოდი უნდა წარადგინოთ კარზე. ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც აღნიშნულ ვებგვერდზე მიღებული მწვანე საშვით დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს.
როგორ მუშაობს კვლევა?
ღონისძიებამდე:
ღონისძიების ყველა დამსწრეს PCR ტესტირება ჩაუტარდება ღონისძიების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში, კერძოდ მათ უნდა მიმართონ შპს რეიგენს 5 და 6 აგვისტოს დილის 09:00-დან21:00-მდე (ტესტირების ჯავშანი უნდა განხორციელდეს ბილეთის შეძენის დროს).
PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დამსწრეს გადაეცემა კვლევის ანალიზის პასუხი, რომელზეც დატანილი იქნება შესაბამისი ინფორმაციის მატარებელი უნიკალური QR კოდი, რაც შეასრულებს COVID საშვის ფუნქციას.
PCR ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, დამსწრე არ დაიშვება ღონისძიებაზე და შემთხვევის მართვა განხორციელდება სახელმწიფო რეგულაციებით დადგენილი წესით.
ღონისძიების შემდეგ:
ღონისძიების მიმდინარეობისას COVID19 ინფიცირების შესაძლო შემთხვევების გამოვლენის და შეკავების მიზნით, ღონისძიებიდან 3-5დღის ინტერვალში (10-12აგვისტო), დამსწრეთა შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ 25% ს ჩაუტარდება საკონტროლო ტესტირება იმავე დაწესებულებაში და იმავე მეთოდოლოგიით. შედეგების ანალიტიკა ღონისძიების შემდგომი მონიტორინგის დასრულებიდან (არაუადრეს 14 აგვისტოდან) ორი კვირის ვადაში მომზადდება შედეგების ანალიზის ანგარიში, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:
- დამსწრეთა საწყისი რაოდენობა (ბილეთების შემძენი პირების საერთო რაოდენობა);
- ღონისძიებამდე ტესტირებით გამოვლენილი ინფიცირებულ პირთა რაოდენობა;
- COVID საშვის მქონე პირთა რაოდენობა;
- ღონისძიების შემდგომი საკონტროლო ტესტირებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
- ღონისძიების შემდგომი საკონტროლო ტესტირებით გამოვლენილი დადებითი შემთხვევების მაჩვენებელი (n, %);
როგორ ავიღო უნიკალური QR კოდი უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებად?
უნიკალური QR კოდის, უსაფრთხოების საშვის მისაღებადუნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge შეიყვანოთ პირადი მონაცემები და დაელოდოთ პასუხს. გაითვალისწინეთ პროგრამა მუშაობს სატესტო რეჟიმში.
რა უნდა წარვადგინო ღონისძიების კარზე?
7 აგვისტოს, წვეულებაზე დაგჭირდებათ:
- უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრები უნიკალური QR კოდი, ამისთვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე: covidpass.moh.gov.ge
- წვეულების ონლაინ ბილეთი, ან ფიზიკური ბილეთი, რომელი შეგიძლიათ შეიძინოთ კარზე უნიკალური QR კოდის წარდგენისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
მზად ვარ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიტარო წინასწარი PCR ტესტირება, რა არის ამისთვის საჭირო?
#openculture-ის ფარგლებში წინასწარი ტესტირების საჭიროების შემთხვევაში, ონლაინ ბილეთის ყიდვის დროს tkt.ge გამოგიგზავნით უნიკალურ QR კოდს და ლაბორატორიის ბმულს, სადაც 5 და 6 აგვისტოს, 09:00 - 21:00 საათამდე შეგიძლიათ ჩაიტაროთ უფასო PCR ტესტირება.
სად ჩავიტარებ PCR ტესტირებას უფასოდ?
COVID-19-ით ინფიცირების სტატუსის გამოვლენის მიზნით უფასო ტესტირება ჩატარდება მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია კლინიკაში რეიმანი (მისამართი: სანდრო ეულის ქ. #7). ტესტირების ჯავშანი უნდა განხორციელდეს ბილეთის შეძენის დროს.
რა ხდება, თუ PCR ტესტის პასუხი უარყოფითია (არ მაქვს COVID-19)?
PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ანალიზის პასუხი უნდა აიტვირთოს ცენტრალურ ბაზაში, ხოლო დამსწრე პირმა უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე: covidpass.moh.gov.ge და მიიღოს უნიკალური QR კოდი.
ღონისძიების დაწყებამდე ვებგვერდზე მოცემული ბმულის მეშვეობით გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს.
რა ხდება, თუ PCR ტესტის პასუხი დადებითია (დამიდასტურდა COVID-19)?
PCR ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, არ დაიშვებით ღონისძიებაზე და შემთხვევის მართვა განხორციელდება სახელმწიფო რეგულაციებით დადგენილი წესით.
რა სახის პირადი ინფორმაციის გაცემა მომიწევს კვლევის ფარგლებში?
ადამიანი, რომელსაც სურს წვეულებაზე დასწრება, ონლაინ ბილეთის შეძენის დროს, რეგისტრაციის დროს მისი პერსონალური მონაცემების (სახელი და გვარი,ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გაზიარებით ავტომატურად ეთანხმება საპილოტე ღონისძიების ფარგლებში კვლევაში მონაწილეობას.
შედეგები დამუშავდება იმ მოცულობით და ფარგლებში,რაც აუცილებელია შედეგების ანალიზის და ინტერპრეტაციისთვის, ხოლო შედეგების ანალიზური ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება მესამე პირთათვის შემდგომი გამოყენების მიზნით, იმგვარი ფორმით, რომელიც გამორიცხავს პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
როგორ მუშაობს covidpass.moh.gov.ge?
იმისთვის რომ გაიგოთ თქვენი COVID19 სტატუსი, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge ატვირთოთ თქვენი პირადი მონაცემები (პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი). რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ უნიკალურ QR კოდს და ბმულს, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმებს. ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მიიღებენ მწვანე საშვს და აკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმებს. უნიკალური QR კოდი შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონში, ან ამობეჭდოთ და წარმოადგინოთ კარში.
შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს უნიკალურ QR კოდი?
უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge და ატვირთოს პირადი მონაცემები (პასპორტის ნომერი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი) და მიიღონ უნიკალური QR კოდი, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებ საშვს. უნიკალური QR კოდი შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონში, ან ამობეჭდოთ და წარმოადგინოთ კარში. უნიკალური QR კოდის წამკითხველი ანახებს აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმს.
-
50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია: აი, როგორ ერთვება "სიკვდილის მექანიზმი" ქსოვილების აღდგენაში 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია: აი, როგორ ერთვება "სიკვდილის მექანიზმი" ქსოვილების აღდგენაში
გადახედვა
-
საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 45 წლამდე კაცებისთვისაც უფასო გახდა საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 45 წლამდე კაცებისთვისაც უფასო გახდა
გადახედვა
-
ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილი არის მხნედ ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილი არის მხნედ
გადახედვა
-
ნახეთ: პოლონეთში მარტორქისა და ირმის დაპირისპირება აღბეჭდეს ნახეთ: პოლონეთში მარტორქისა და ირმის დაპირისპირება აღბეჭდეს
გადახედვა
-
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო მოხდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო მოხდა
გადახედვა
-
სპს: ალეკო ელისაშვილი უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა სპს: ალეკო ელისაშვილი უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა
გადახედვა
-
მზის ენერგიის გამოყენება — ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე მზის ენერგიის გამოყენება — ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
-
ალეკო ელისაშვილი: ერთი თვის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ფრჩხილების საკვნეტი მეყიდა ალეკო ელისაშვილი: ერთი თვის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ფრჩხილების საკვნეტი მეყიდა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი ნინო წილოსანი: ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, როდის განხორციელდება ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაცია" უკვე ცნობილია, როდის განხორციელდება ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაცია"
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი X CONTACT — პირველი სრულმასშტაბიანი AI-ვიდეო კრეატიულ კომუნიკაციაში თეგეტა მოტორსი X CONTACT — პირველი სრულმასშტაბიანი AI-ვიდეო კრეატიულ კომუნიკაციაში
-
გაზპრომი: 2025 წელს "გაზპრომმა" რუსული გაზის მიწოდება საქართველოში 40,4%-ით გაზარდა გაზპრომი: 2025 წელს "გაზპრომმა" რუსული გაზის მიწოდება საქართველოში 40,4%-ით გაზარდა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები შხამიან ისრებს 60 000 წლის წინაც იყენებდნენ ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები შხამიან ისრებს 60 000 წლის წინაც იყენებდნენ
გადახედვა
-
ადამ კადიროვი იმუქრება, რომ ზელენსკის დაიჭერს და გროზნოში ჩაიყვანს ადამ კადიროვი იმუქრება, რომ ზელენსკის დაიჭერს და გროზნოში ჩაიყვანს
გადახედვა
-
კიმბერლი ლოუ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს მათ, ვისთან ერთადაც საქართველოში "მშვიდობის სამიტის" ჩატარებას გეგმავდა კიმბერლი ლოუ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს მათ, ვისთან ერთადაც საქართველოში "მშვიდობის სამიტის" ჩატარებას გეგმავდა
გადახედვა
-
ტარიფებსა და სავაჭრო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ და იძულება და ზეწოლა პრობლემებს ვერ გადაჭრის — ჩინეთი დონალდ ტრამპს გამოეხმაურა ტარიფებსა და სავაჭრო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ და იძულება და ზეწოლა პრობლემებს ვერ გადაჭრის — ჩინეთი დონალდ ტრამპს გამოეხმაურა
გადახედვა
-
Mattel-მა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირველი ბარბი გამოუშვა Mattel-მა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირველი ბარბი გამოუშვა
გადახედვა
- ერთიანი ნეიტრალური საქართველო მთავრობას მოუწოდებს, აგრარული პოლიტიკის განსაზღვრისას EU-ს პრიორიტეტებით არ იხელმძღვანელოს ერთიანი ნეიტრალური საქართველო მთავრობას მოუწოდებს, აგრარული პოლიტიკის განსაზღვრისას EU-ს პრიორიტეტებით არ იხელმძღვანელოს
-
"გაშიშვლებას მთხოვდნენ, გერმანული გვარის გამო მეძახდნენ ფაშისტს და მოღალატეს" — ნანა სანდერი ციხეში შიმშილობის დაწყებას აანონსებს "გაშიშვლებას მთხოვდნენ, გერმანული გვარის გამო მეძახდნენ ფაშისტს და მოღალატეს" — ნანა სანდერი ციხეში შიმშილობის დაწყებას აანონსებს
გადახედვა
-
პათეტიკური მონოლოგები — თემო რეხვიაშვილის გზა მწერლობასა და თეატრში პათეტიკური მონოლოგები — თემო რეხვიაშვილის გზა მწერლობასა და თეატრში
-
Apple თავის ვირტუალურ ასისტენტში ხელოვნურ ინტელექტ Gemini-ს ჩააშენებს Apple თავის ვირტუალურ ასისტენტში ხელოვნურ ინტელექტ Gemini-ს ჩააშენებს
გადახედვა
კომენტარები