მეუფე ნიკოლოზს პრობლემურად არა ფარული მოსმენა, არამედ ჩანაწერების გავრცელება მიაჩნია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს, ნიკოლოზ ფაჩუაშვილს პრობლემურად არ მიაჩნია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს უსმენს. მიტროპოლიტის აზრით, ფარული მოსმენა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო და პრობლემა მხოლოდ ჩანაწერების გავრცელებაა. მეტიც, TV პირველთან საუბრისას მან განაცხადა, რომ წლებია იცის, რომ სუს უსმენს.
"დამიკავშირდნენ 2010 წელს დაახლოებით და მოსმენის მიზეზად დამისახელეს სახელმწიფო უშიშროების თუ უსაფრთხოების გაძლიერებული დაცვა. ჩემთვის თანხმობა არავის არ უთხოვია, მე, უბრალოდ, გამაფრთხილეს, რომ მისმენდნენ", — განმარტავს ნიკოლოზი On.ge-სთან ინტერვიუში.
ვინაიდან მიტროპოლიტს ათეულობით ადამიანთან, მათ შორის, მრევლთან ხშირი კონტაქტი აქვს, ვკითხეთ, იყვნენ თუ არა ინფორმირებული მისი კონტაქტები იმის შესახებ, რომ სუს უსმენდა. ამაზე ის გვპასუხობს:
"ყოველთვის, დღემდე ეგრე ვაკეთებ [ვაფრთხილებ], როგორც კი საქმე გადავა მრევლთან პირად ურთიერთობაზე. ახლა მე და თქვენ რომ ვსაუბრობთ, ეს პირადი არ არის და ამას თუ ისმენენ, მე ვთვლი რომ არაუშავს. მაგრამ როგორც კი პირად ურთიერთობაზე გადავა საქმე, ყოველთვის ვაფრთხილებდი ყველას, რომ ტელეფონი არ არის პირადი ურთიერთობისთვის ხელსაყრელი საშუალება".
დამაზუსტებელ კითხვაზე, პანდემიისას იბარებდა თუ არა მრევლისგან აღსარებას ტელეფონით, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ამ მეთოდს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და "არამარტო იმიტომ რომ გვისმენენ, თვითონ ტელეფონი მოუხერხებელია".
სინოდის წევრი ჩვენი კითხვის პასუხად ამბობს, რომ ფარულ მოსმენებზე სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან საუბარი არ ჰქონია. მისივე თქმით, არც სხვა ტელეფონი გამოუყენებია პირადი საუბრებისთვის.
მეუფე ნიკოლოზის აზრით, სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ფარული ჩანაწერები არსებობდეს, მაგრამ მკაცრად ინახებოდეს და სახელმწიფოს გარდა წვდომა არავის ჰქონდეს.
"მე მიმაჩნია პრობლემად არა ის, რომ სახელმწიფო უსმენს მოქალაქეებს, არამედ ის, რომ ეს ინფორმაცია ჟონავს. მე ასე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ არავინ არ შეგვეკითხება. ისე განვითარდა ტექნიკა, რომ დღეს შესაძლებელია დედამიწაზე ყველა ადამიანის, ყველა სატელეფონო საუბრის მოსმენა და ჩანაწერის შენახვა, ტექნიკაა ასე განვითარებული.
ამას თუ ჩვენი სახელმწიფო უწყება არ გააკეთებს, მაშინ ძალიან ჩამორჩება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. მაგრამ ეს ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ არასდროს არანაირი სახით ამან არ უნდა გაჟონოს. ეს მხოლოდ სანქცირებულად უნდა იყოს — როდესაც სასამართლო გადაწყვეტს, რომ ამოიღოს ესა თუ ის ჩანაწერი, მხოლოდ მაშინ უნდა შეიძლებოდეს ამის გაკეთება. მოსმენა არ მიმაჩნია პრობლემად, პრობლემად მიმაჩნია ამის გავრცელება, არასწორი გამოყენება, რაც ხდება, სამწუხაროდ", — აცხადებს ის.
მიტროპოლიტის თქმით, არ უნახავს მთავარი არხის მიერ გასაჯაროებული ჩანაწერები, თუმცა მისი აზრით, გასაჯაროება მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად არ მუშობს.
"მე არ მინახავს რა გამოაქვეყნა მთავარმა არხმა პირდაპირ ეთერში, მაგრამ თუ მთავარმა არხმა გამოაქვეყნა რაიმე ასეთი სახის დოკუმენტები, ეს ნიშნავს, რომ სუს-ი კარგად არ მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ სუს-იდან ეს ჩანაწერები ჟონავს და ეს არის სუს-ის ყველაზე დიდი დანაშაული", — ამბობს ის.
მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოიპოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული. სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან. გვარამია ამბობს, რომ ეს ჩანაწერები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.
გაიგე მეტი:
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები