მგონი, განცდა "ვაიმე!" უნდა ვაქციოთ კითხვად "რა ვქნათ?" — ელენე ხოშტარია
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუქსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხალხმა განცდა "ვაიმე!" უნდა აქციოს კითხვად "რა ვქნათ?".
"გუშინდელის მერე მიჭირს პოსტის დაწერა. ხან იმიტომ, რომ სიტყვები თითქოს ვერ გადმოსცემს ემოციას და გგონია, პირიქით აუფერულებს. ხან იმიტომ, რომ ყველა სიტყვაზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ. იმაზე, რომ 5 ივლისის მერე მშვიდობას და უსაფრთხოების განცდას ვკარგავთ, ბევრჯერ მისაუბრია. აღარ მივუბრუნდები. ყველაზე მეტად მაწუხებს ხალხის უმწეობის განცდა. თან მესმის, თან მაწუხებს, რადგან ბოროტების, ძალადობის, ჭაობის გაგრძელების ყველაზე დიდი მოკავშირე ეს უმწეობის და უიმედობის განცდაა. მგონი, განცდა "ვაიმე!" უნდა ვაქციოთ კითხვად — "რა ვქნათ?", — წერს ხოშტარია ფეისბუქგვერდზე.
მისი თქმით, უსამართლობის დანახვისას ხალხმა არ უნდა დაუშვას გულგრილობა, არ უნდა აყვნენ აგრესიას და არჩევნებზე მათი ხმა დაიცვან.
"ყველას, ცხადია, თავისი პასუხი ექნება, საკუთარი პროფესიის და სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ მინდა, გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება:
- ყოველი უსამართლობის დანახვისას, არ დავუშვათ გულგრილობა, რომელიც პერიოდულად ყველას შეიძლება დაეუფლოს;
- ვესაუბროთ ხალხს ჩვენ გარშემო, არ დაგვეზაროს. ზოგს სამზარეულოში, ზოგს მაღაზიაში, ზოგს ფბ-ზე, ზოგს დაბადების დღეზე;
- გავავრცელოთ ცვლილების ბაცილა. ხშირად ერთმანეთის განწყობა გადამდებია. ცვლილება ყველას განსხვავებული შეიძლება გვინდოდეს, მაგრამ თავად ცვლილების წყურვილის გავრცელება უკვე მოქმედებაა;
- სოლიდარობა. ბევრს ჰგონია, რომ მარტოა საკუთარ პრობლემასთან და მარტო ვერ მოერევა. სინამდვილეში ასე არ არის. აი "ლიტერაზე" ვნახეთ, სოლიდარულმა ქმედებამ ჩიხში მოამწყვდია ბოროტება. იგივე ვქნათ მუზეუმზე. საგანძური არ ეკუთვნის წულუკიანს, ჩვენია და ჩვენი პასუხისმგებლობაც არის დავიცვათ. გავიკითხოთ ნაცნობები, მივწეროთ, დავრეკოთ გავიგოთ და ვიმოქმედოთ;
- არ ავყვეთ აგრესიას. მიზანმიმართულად ცდილობენ ჩაგვითრიონ აგრესიულ დაპირისპირებაში, საიდანაც მოგებული ვერავინ გამოვა. ბოტი დავბლოკოთ, გაბრაზებულს აგრესიის გარეშე ვესაუბროთ, არ დაგვეზაროს გადარწმუნება მშვიდად;
- ყველა წავიდეთ არჩევნებზე და ჩვენი შესაძლებლობების და პასუხისმგებლობების ფარგლებში დავიცვათ ხმა. არჩევანი შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ ცვლილების არჩევანი არის და საკმაოდ მრავალფეროვანი.
ეს მხოლოდ ჩემი ნაფიქრია და პრეტენზია არ მაქვს, რომ ამომწურავია, მაგრამ კითხვას "გვეშველება რამე?’’ თუ ჩავანაცვლებთ, კითხვით - "როგორ ვუშველო, როგორ შევცვალო გარემო?", ჩემზე უკეთესი პასუხებიც გექნებათ", — ამბობს დროას დამფუძნებელი.
31 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე, შანაე ბრუქსი მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს.
შანაე ბრუქსის მეგობრები Facebook-ზე წერდნენ, რომ ის 30 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან, მთაწმინდის რაიონში სეირნობის შემდეგ დაიკარგა. ბრუქსის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, შანაე ბოლოს ტელეფონზე მეგობარს ელაპარაკებოდა, როდესაც მას მოულოდნელად თავს დაესხნენ, ის კი დახმარებისთვის ყვიროდა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები