ლარში დაზოგვის უპირატესობები და ვითიბის სადეპოზიტო შეთავაზება მომხმარებელს
დანაზოგი ჩვენი შემოსავლების ის ნაწილია, რომელსაც მიმდინარე საჭიროებებისთვის არ ვხარჯავთ და სამომავლოდ, სხვადასხვა მიზნის განსახორციელებლად ვინახავთ.
ეს მიზნები ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და ბუნებრივია, ერთმანეთისგან განსხვავდება. ადამიანთა ნაწილი დანაზოგებს სწავლის დასაფინანსებლად, უძრავი ქონების შესაძენად, ან მოგზაურობისთვის აკეთებს. ზოგიერთი კი, ფულს იმისთვის აგროვებს, რომ საპენსიო წლები უზრუნველად გაატაროს.
დაზოგვა ფინანსურ დამოუკიდებლობასაც გვანიჭებს და სტაბილურობის განცდასაც გვიჩენს — ეს მაშინ, როდესაც შესაფერისი სადეპოზიტო პროდუქტი გვაქვს არჩეული და თანხის ანაბარზე განთავსებით მაღალ საპროცენტო სარგებელსაც ვიღებთ.
რომელ ვალუტაში შევინახოთ ფული?
ვიდრე ანაბარს გახსნი, ჯერ ის უნდა გადაწყვიტო რომელ ვალუტაში შეინახავ ფულს. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო:
- რისთვის ინახავ ფულს — ანუ რომელ ვალუტაში უნდა იყიდო ის, რისთვისაც დანაზოგს აკეთებ;
- რამდენად კარგად იცნობ ბაზარს — მნიშვნელოვანია იცოდე, რომელი პროდუქტი გთავაზობს უკეთეს საპროცენტო სარგებელს;
- რა სახის რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდე და არსებობს თუ არა ამ რისკების დაზღვევის შესაძლებლობა;
ვითიბი ბანკის დეპოზიტების product owner, ქეთი ხომერიკი ქვეყანაში არსებული სადეპოზიტო ბაზრის მიმოხილვისას ამბობს, რომ ბოლო წლებში დოლარსა და ევროში არსებულ ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი საგრძნობლად იკლებს, რის გამოც ანაბარზე უცხოურ ვალუტაში ფულის განთავსება საინვესტიციო ხასიათს ფაქტობრივად კარგავს.
"მომხმარებლების უმრავლესობა საკუთარ დანაზოგს უცხოურ ვალუტაში, ძირითადად დოლარში ინახავს. ბოლო წლების დინამიკა გვაჩვენებს, რომ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი საგრძნობლად იკლებს. დოლარში ან ევროში ფულის ანაბარზე განთავსება ფაქტობრივად კარგავს საინვესტიციო ხასიათს და მხოლოდ შენახვის ფუნქციას ასრულებს. მარტივად რომ ვთქვათ, დარიცხული სარგებელი აღარ არის ხელშესახები თანხა. პარალელურად, ეროვნულ ვალუტაში ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, სხვაობა უცხოურ ვალუტასა და ლარის ანაბრებზე მიღებულ სარგებელს შორის საკმაოდ დიდია", — ამბობს ქეთი ხომერიკი.
ვითიბის შეთავაზება
ვითიბი ბანკში ამბობენ, რომ მხარს უჭერენ მათ, ვინც ფულს ეროვნულ ვალუტაში ინახავს და მომხმარებელს ლარში გახსნილ ანაბრებზე ყველაზე მაღალ, წლიურ 12,75%-იან სარგებელს სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ ეს შეთავაზება დაზღვეულია ლარის გაუფასურების რისკებისგან, რაც ნიშნავს იმას, რომ ვადიანი ანაბრის ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში, დეპოზიტს ფაქტობრივად განთავსებული დღეების მიხედვით, გარანტირებული 9% დაერიცხება.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, მომხმარებელს ყველაზე მაღალი, წლიური 12,75% (ნომინალური) საპროცენტო სარგებელი შევთავაზოთ ლარში განთავსებულ ანაბრებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვადიანი ანაბრის ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში, ანაბარს დაერიცხება გარანტირებული წლიური 9% ფაქტობრივად განთავსებული დღეების მიხედვით, რაც ბაზარზე არსებულ დარღვევის პირობაზე ორჯერ მეტია. აღნიშნული პირობა მეანაბრეს აზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეული სავალუტო რისკებისგან", — ამბობს ქეთი ხომერიკი.
ანაბრის კალკულატორი
ბაზრის შესწავლისთვის და შესაძლო მისაღები სარგებლის მარტივად გამოსათვლელად ვითიბი ბანკმა ანაბრის ინოვაციური კალკულატორი შექმნა — ეს იმისთვის, რომ ბანკთან ურთიერთობა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული ყოფილიყო.
ანაბრის კალკულატორი პოტენციურ მეანაბრეებს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას, თუ რომელ ვალუტაში განათავსონ ანაბარი. ანაბრის ტიპისა და სარგებლის მიღების პირობის არჩევის შემდეგ, ვირჩევთ ვალუტას, ვუთითებთ სასურველ თანხასა და ანაბრის ვადას. კალკულატორი ავტომატურად ითვლის სხვაობას უცხოურ ვალუტასა და ლარის ანაბრებზე მიღებულ სარგებელს შორის და რაც მთავარია, ითვლის ზღვრული კონვერტაციის კურსსაც, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ანაბრის ვადის ბოლოს მიღებული თანხის უკუკონვერტაცია მომხმარებლისთვის ზარალიანი იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ვითიბის მომხმარებელს ანაბრის გახსნა შეუძლია როგორც ბანკის ფილიალში მისვლით, ასევე ვიდეობანკის საშუალებით. ამასთან, დეპოზიტის ვიდეობანკით გახსნის შემთხვევაში, მომხმარებელი დამატებით საპროცენტო სარგებელს მიიღებს — ეს იმისთვის, რომ ვითიბი ბანკთან ურთიერთობა მათთვის კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილება იყოს.
კომენტარები