ბოლოდროინდელმა სიცხეებმა მილიარდზე მეტი წყლის ბინადრის სიცოცხლე შეიწირა
საზარელი სცენარი განვითარდა წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მომაკვდინებელი სიცხეების გამო დაახლოებით ერთი მილიარდი წყლის ბინადარი დაიღუპა. ინფორმაციას New York Times ავრცელებს. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ამ ანომალიური სიცხეების გამო კანადაში მთლიანი სოფელი დაიწვა.
"მიდიები თავიანთ ნიჟარებში მოიხარშნენ, ხოლო თევზები დეჰიდრატაციით დაიხოცნენ. ეს ყველაფერი პოსტაპოკალიპტურ ფილმის სიუჟეტს ჰგავს", — თქვა კრისტოფერ ჰარლიმ, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგმა.
იმის დასათვლელად თუ რამდენად დიდი იყო მსხვერპლი, ჰარლიმ და მისმა კოლეგებმა სანაპირო ზოლის კონკრეტული რეგიონი შეისწავლეს. ამის შემდეგ, მონაცემები შედარებული იქნა სხვა მსგავს რეგიონებთან. საბოლოოდ, დადგინდა, რომ დიდი სიცხეების გამო მილიარდზე მეტი წყლის არსება დაიღუპა.
ამის საპასუხოდ, ზოგიერთ სამთავრობო ორგანიზაციას წყლის არსებების წყლიდან ფიზიკურად გაყვანა მოუწია. ისინი უფრო გრილ გარემოში გადაიყვანეს. მაგალითად, აიდაჰოს თევზების დამცავმა ორგანიზაციამ გადაშენების პირას მყოფი ორაგულის სახეობები დაცულ ადგილას გაიყვანა.
ზოგიერთ სხვა თევზს ასე არ გაუმართლა. მაგალითად, ჩინუკის ორაგულს კალიფორნიის ცენტრალურ ხეობაში, სადაც სიცხისგან წყალი ფაქტობრივად დაშრა.
"ეს საშინელებაა, 90 პროცენტიან სიკვდილიანობასთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი საგანგაშოა და აუცილებლად სპეციალური ზომები გვაქვს მისაღები. ბუნებას უნდა მოვუფრთხილდეთ“, — ამბობს ჯონათან ამბროსი, ეროვნული ოკეანეების და ატმოსფერული ადმინისტრაციის ბიოლოგი.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები