486 დაღუპული — ანომალიური სიცხის (49.6°C) გამო კანადაში მთლიანი სოფელი დაიწვა
კანადაში ანომალიური სიცხეები გრძელდება. 29 ივნისს, ვანკუვერიდან 250 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლიტონში, რეკორდული 49.6 გრადუსი დაფიქსირდა.
სიცხეები რამდენიმე დღეა გრძელდება. ანომალიურმა ტემპერატურამ სოფლის გარშემო ათეულობით ხანძრის კერა გააჩინა, ხანძარი სოფელსაც მიწვდა და ლიტონი მთლიანად დაიწვა.
ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვლილება ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ მოვლენებს გაახშირებს, თუმცა კონკრეტულად ამ მოვლენის გლობალურ დათბობასთან დაკავშირება მაინც რთულია.
გასულ კვირას, ლიტონში, კანადის ისტორიაში ყველაზე მაღალი 49.6 გრადუსი დაფიქსირდა. სიცხეები რამდენიმე დღეა გრძელდება. დაღუპულთა რიცხვმა 5 დღეში 486-ს მიაღწია.
ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმაც (71კმ/სთ) შეუწყო. მეტეოროლოგების თქმით ცეცხლის გავრცელების სიჩქარე 10-დან 20 კილომეტრ საათამდე იმერყევებს.
დაღუპულთა რაოდენობა იმატებს ვანკუნვერშიც და მათი რიცხვი უკვე 65-ს აღწევს. ქალაქში გახსნილია 25 სპეციალური გამაგრილებელი ცენტრი, რომლებსაც მოსახლეობა აფარებს თავს.
ანომალიური სიცხე ამერიკასაც შეეხო. ორეგონის შტატში სიცხით დაღუპულთა რიცხვმა 60-ს მიაღწია, ხოლო ვაშინგტონში 20-ს.
კომენტარები