EBRD-მა თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეშვიდედ მიიღო. თიბისი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.
"ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 52%-ია. კრიზისული წლის მიუხედავად, 2019 წელთან შედარებით, თიბისის პორტფელი 23%-ით გაიზარდა და დღეს ის 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე პერიოდში, პარტნიორ კომპანიებს დავეხმარეთ, რომ ახალ რეალობას ეფექტურად მორგებოდნენ - გავუზარდეთ ტრანზაქციების ვადები. ასევე, ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებზე სესხებთან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს. სწორედ ამიტომ, კომპანიები შედარებით ნაკლები დანაკარგით გაუმკლავდნენ გამოწვევებით სავსე პერიოდს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს", — ამბობს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
აღნიშნული დაჯილდოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაჭრობის დაფინანსების მნიშვნელობას, რომელმაც პანდემიის პირობებში, გადამწყვეტი როლი შეასრულა რეგიონული ვაჭრობის შენარჩუნებაში. პროგრამამ 2020 წელს რეკორდულ წლიურ მოცულობას მიაღწია და 3,3 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
"გამარჯვებული ბანკები ფინანსური სფეროს სამაგალითო წარმომადგენლები არიან. ისინი ამოძრავებენ საერთაშორისო ვაჭრობას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისათვის. ვიცი, გლობალური პანდემიის დაწყების შემდეგ, როგორი ძალისხმევით მოუწიათ მათ მუშაობა და ისიც ვიცი, რომ ჩვენ ერთად დავძლევთ ამ კრიზისს", — EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენოდ-ბასო
ღონისძიებაზე დიდი ყურადღება დაეთმო EBRD-ის მიერ კრიზისზე რეაგირებას. გასულ წელს EBRD-მა, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, განსაკუთრებულად დაუჭირა მხარი ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ბუნებრივი ენერგია, საკვები და სამედიცინო პროდუქტები.
"ვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ საკვანძო როლი შეასრულა მცირე და საშუალო საწარმოების ზრდაში, რაც ასე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ასევე საზოგადოებებში თანაბარი შესაძლებლობების განვითარებისათვის. ჩვენი ჯილდოს მფლობელი ბანკები წარმატებით იყენებენ EBRD-ის დაფინანსებასა და სასწავლო პროგრამებს. მათი წარმატება ჩვენთვის ძალიან საამაყოა”, — EBRD-ის მმართველი დირექტორი უკრაინაში, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ფრანსის მალიჟე.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა კრიზისის დროს ციფრული პლატფორმების მნიშვნელობაც იყო, ვინაიდან პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ციფრული შესაძლებლობებისა და გადაწყვეტების საჭიროებას. EBRD ხელს უწყობს პარტნიორ ბანკებს არ დარჩნენ ციფრული ტრანსფორმაციის მიღმა.
ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, EBRD-მა დღემდე მხარი 27 000-მდე სავაჭრო ტრანზაქციას დაუჭირა. ჯამში, ტრანზაქციების რაოდენობამ 22 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები