10 უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენა, რომელიც პირველ მარტს მოხდა
პირველი მარტი სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია და არა იმიტომ, რომ ამ დღეს კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი დაიბადა, პირიქით - ბევრი სხვა სასიამოვნო მიზეზის გამო. დამყარდა რეკორდები, ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, ქართველი სპორტსმენებისთვის კი ეს დღე ისტორიული წარმატების დღე აღმოჩნდა.
მივყვეთ ყველაფერს ქრონოლოგიურად და ვნახოთ, რატომ არის პირველი მარტი გამორჩეული თარიღი სპორტის ისტორიაში.
1. 1872 წელი
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და შეფილდის ასოციაციის ერთობლივი თანხმობის შედეგად ფეხბურთის წესებში კუთხურის ჩაწოდება დაკანონდა. სწორედ ამ დღეს წყევლიდა მთელი მიუნხენი 1999 წლის ფინალში, როცა მანჩესტერ იუნაიტედმა ორი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თამაში ბოლო წუთებში შემოატრიალა და თასს დაეუფლა.
2. 1949 წელი
კრივის მსოფლიოს ჩემპიონმა მძიმეწონოსანთა კატეგორიაში, ჯო ლუისმა სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ლუისი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 1937 წლიდან 1949 წლამდე ინარჩუნებდა.
3. 1972 წელი
NBA-ს ლეგენდა ვილტ ჩემბერლენი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც კარიერის მანძილზე ჯამში 30 ათასი ქულა მოიპოვა.
ვილტ ჩემბერლენმა NBA-ში თამაშისას სხვადასხვა ტიპის 72 რეკორდი დაამყარა.
4. 1981 წელი
ეს დღე იღბლიანი არ გამოდგა ჰიუსტონ როკეტსის კელვინ მერფისთვის, რომელმაც სან ანტონიოსთან თამაშში საჯარიმო ტყორცნა ააცილა და ზედიზედ ჩაგდებული საჯარიმოების რეკორდი 78 შედეგიან ჩაგდებაზე შეაჩერა.
მერფის რეკორდი 1994 წელს ოლაჯუვონ ჰაკიმმა გააუმჯობესა.
5. 1983 წელი
თამარა მაკინი გახდა პირველი ამერიკელი ქალი მოთხილამურე, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.
6. 1986 წელი
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 1992 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც ბარსელონაში იმართებოდა, მედლები ბეისბოლშიც გათამაშდებოდა.
თუ ეს სპორტი, ნახევარი საქართველოსი არ იყოს, თქვენთვისაც გაუგებარია, ნახეთ ეს ვიდეო და იქნებ გაერკვეთ.
7. 1996 წელი
ატლანტა ჰოქსის მწვრთნელი, ლენი უილკინსი გახდა პირველი მწვრთნელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც 1 000 თამაში მოიგო.
მეათასე მოგება უილკინსმა კლივლენდთან მიითვალა, როცა მისმა გუნდმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 74-68 დაამარცხა.
8. 2008 წელი
ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური იარაღით სროლისას ნინო სალუქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
იმავე წელს ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური ბრინჯაოც მოიპოვა.
9. 2014 წელი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სტამბოლში თურქეთის ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა (ორი მატჩის ჯამში 17:16) და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
10. 2017 წელი
2017 წლის პირველი მარტი უმნიშვნელოვანეს დღედ შევა სპორტის ისტორიაში იმიტომ, რომ adjarabet.com-მა საკუთარ მომხმარებლებს სწორედ ამ დღიდან უმაღლესი კოეფიციენტები შესთავაზა.
თუ თქვენ გაინტერესებთ საუკეთესო გამოცდილება სპორტ-ბეთინგში და ჯერ არ თამაშობთ აჭარაბეთზე - შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ახლავე და საჩუქრად 5-ლარიანი ფრიბეთი მიიღოთ.
კომენტარები