რუსთავის კლინიკაში მეორე დოზაზე ასაცრელად მისულ ადამიანებს ვაქცინა არ დახვდათ
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად შპს კლინიკა რუსთავში მისულ ადამიანებს ვაქცინა არ დახვდათ. მათ რამდენიმე საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ კუთვნილი ვაქცინა მიეღოთ, რომელზეც წინასწარ იყვნენ დარეგისტრირებულნი.
On.ge-ს ინფორმაციით, კლინიკა რუსთავში აღნიშნული პრობლემა 10-მდე ადამიანს შეექმნა.
"21-ე დღეა დღეს. პირველად ზუგდიდში ავიცერი. დღეს მოვედი და უბრალოდ ვაქცინა არ არის. ვერც ვერავინ გვცემს პასუხს. ცხელ ხაზზე ვრეკავთ კლინიკაში გვამისამართებენ, კლინიკა — ცხელ ხაზზე. აგრეთვე, უნდა ითქვას, რომ საავადმყოფოს დირექტორი არის ძალიან აგრესიული", — გვითხრა ცირა ჯგერენაიამ.
ვაქცინის გარეშე დარჩა დავით ჯიქიაც, რომელიც მეორე დოზაზე ოთხი დღის წინ დარეგისტრირდა.
"რომ ვიკითხეთ, გვითხრეს, ვაქცინა არ აქვთ. შესვენების ხარჯზე გამოვედი სამსახურიდან, რომ არ გამეცდინა სამსახური. დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდა კლინიკის დირექტორი. გავიკეთეთ პირველი დოზა და გაგვიკეთონ მეორე დოზაც", — ამბობს დავით ჯიქია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის (NCDC), ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლოჯისტიკურ პრობლემას ჰქონდა ადგილი, რაც უკვე გამოსწორდა.
"ხაზს ვუსვამ, რომ ვინც ჩაწერილია და აქვს ე.წ. Booking გაკეთებული ვაქცინაზე, ყველა მათგანისთვის ვაქცინა არსებობს. ანუ, ვაქცინის დეფიციტი არ არის. მაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც ლოჯისტიკური პრობლემა იყო, ის დღეს უკვე გამოსწორდა. ამიტომ, მშვიდად იყვნენ ის ადამიანები. ბოდიშს ვუხდი მათ, რომ ასეთ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი", — განაცხადა გამყრელიძემ.
თემასთან დაკავშირებით On.ge თავიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაგვამისამართეს. NCDC-ის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ეს კითხვა 14:00 საათზე დაგეგმილ ვებინარზე დაგვესვა, მაშინ, როცა რუსთავის კლინიკაში მოქალაქეებს პრობლემა დილის 10:00 საათიდან ჰქონდათ.
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება 7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
კომენტარები