ძალიან გთხოვთ, ნუ დავპანიკდებით — გამყრელიძე ინდური შტამის დაფიქსირებაზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინდური შტამი საყურადღებო მუტაციაა და ბრიტანული შტამის მსგავსად უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა განსხვავებაა ბრიტანულ და ინდურ შტამებს შორის და არის თუ არა ინდური უფრო მეტად საშიში, ის პასუხობს:
"ძალიან გთხოვთ, ნუ დავპანიკდებით, იმიტომ, რომ ამ კოვიდ პანდემიის პერიოდში ამ კორონავირუსმა ძალიან ბევრი მუტაცია განიცადა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. მათ შორის, იყო ძალიან მსუბუქი მუტაციები, მათ შორის, არის მუტაციები, რომელსაც მეტი ყურადღება ექცევა. სწორედ ეს რაც ჩამოვთვალე, 5 მუტაცია. ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, ბრიტანული, ინდური და კიდევ არის რამდენიმე, მათზე მეტი დაკვირვება მიმდინარეობს.
ბრიტანულმა მუტაციამ როცა მეტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობითი ყურადღება მიიქცია და მაშინ ითქვა და დადასტურებულია, რომ ის შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით უფრო ახალგაზრდა მოსახლეობაში. დაახლოებით ამ ტიპის გახლავთ ინდური შტამიც", — განაცხადა მან.
ამავროულად გამყრელიძე ამბობს, რომ ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა არამხოლოდ ინდურზე, არამედ დიდწილად ბრიტანულ შტამზე იყო დამოკიდებული.
"ინდოეთში, როცა ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მდგოამრეობა საყურადღებლო იყო იქ წამყვანი მაინც ბრიტანული შტამი იყო და არა ინდური. თუმცა ინდური შტამის ხვედრითი წილიც დიდი იყო", — განაცხადა მან.
მანვე აღნიშნა, რომ არ არის მოსალოდნელი ინდური შტამის დაფიქსირების გამო შეზღუდვები გამკაცრდეს, თუმცა ამაზე საბჭო იმსჯელე
ინდური შტამის შემთხვევები საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც NCDC-ში ამბობენ, ინდური შტამი დაუფიქსირდა ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურს.
დააავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 5-დან 2 საქართველოს მოქალაქეა. მისივე თქმით, 3-მა უცხოელმა ქვეყანა უკვე დატოვა, საქართველოს მოქალაქეების კონტაქტები კი იდენტიფიცირებულნი და იზოლირებულნი არიან.
"მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ისინი არიან სახლის პირობებში და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად", — განაცხადა მან.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა ისინი საქართველოში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ და შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ.
გამყრელიძის თქმით, ინდური შტამის გამოვლინება ხდება სპეციფიური PCR ტესტით და შემდგომ დასტურდება გენომის სეკვენირებით.
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
კომენტარები