ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკის საჯარო სკოლაში თანასწორობის კუთხე გაიხსნა.

"თანასწორობის კუთხეების გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ", — აცხადებენ UNFPA-ში.

სოფელ კოკის საჯარო სკოლაში გახსნილი თანასწორობის კუთხე საქართველოს მასშტაბით რიგით მეცხრეა და ის ნინო ხარატიშვილმა გახსნა.