ხელოვნური ინტელექტის ახალ სისტემას გულის შეტევის პროგნოზირება შეუძლია
ხელოვნური ინტელექტის ახალ სისტემას გულის შეტევის რისკის მომატების წინასწარ განსაზღვრა შეუძლია. ის ამას დროის და ამინდის მონაცემების ხარჯზე აკეთებს. კვლევა ჟურნალ Heart-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ სისტემა არა უშუალოდ ადამიანის სიკვდილს, არამედ გულის შეტევის გაზრდილ შანსებს პროგნოზირებს. მანქანური სწავლება კომპიუტერის ალგორითმების შესწავლას მოიცავს და ემყარება იმ აზრს, რომ სისტემებს შეუძლიათ მონაცემთა სწავლა და თვითგანვითარება ნიმუშების იდენტიფიკაციით.
კვლევამ აჩვენა, რომ გულის გაჩერების რისკი ყველაზე მაღალი იყო ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის დროს კვირას და ორშაბათს. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ეს მეთოდი ფატალური შემთხვევების პრევენციისთვის იქნება გამოყენებული და ადრეული გაფრთხილების სახით მოგვევლინება.
კვლევის გაღრმავების მიზნით, ხელოვნურმა ინტელექტმა გულის შეტევის შემთხვევები ამინდის და კონკრეტული პერიოდების მიხედვით შეისწავლა. 2005 წლიდან 2013 წლამდე გულის შეტევის 1 299 784 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ხელოვნურმა ინტელექტმა 525 374 შემთხვევა დროის და ამინდის მონაცემებით გააანალიზა.
კვლევამ 2016 და 2018 წლებიც მოიცვა, რის ფარგლებშიც ქალაქ კობში გულის შეტევის შემთხვევები შეისწავლეს.
"ჩვენი პროგნოზირების მოდელი ყოველდღიურ შემთხვევებს მოიცავს და მისი მასშტაბები საკმაოდ ფართოა. ამ კვლევაში შემუშავებული მეთოდები წარმოადგენს პროგნოზირების ანალიზის ახალი მოდელის მაგალითს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სიცოცხლისათვის საშიში მწვავე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. ასევე, სისტემა გაგვაფრთხილებს კონკრეტული მაღალი რისკის მქონე დღეების შესახებ", — ამბობენ მკვლევრები Interesting Engineering-თან.
კომენტარები