ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ტრადიციულ წვეულებას გამოტოვებს
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერის საშუალებით მსოფლიოს ამცნო, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ სადილს, რომელიც 29 აპრილსაა დაგეგმილი, არ დაესწრება.
"წელს არ დავესწრები თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიერ გამართულ სადილს. ყველას საუცხოო საღამოს გისურვებთ".
წვეულებას ესწრებიან ცნობილი პირები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და როგორც წესი - ამერიკის პრეზიდენტი.
სადილს პროტესტს უცხადებს რამდენიმე ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის Bloomberg და New Yorker.
ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თეთრი სახლის მიერ პრესკონფერენციაზე ისეთი გამოცემების დაბლოკვა, როგორიცაა BBC, CNN, The New York Times და სხვები.
აღნიშნულზე პროტესტი გამოხატა თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციამ.
იმავე დღეს, დონალდ ტრამპი ვაშინგტონის გარეთ კონფერენციას მართავდა, სადაც განაცხადა, რომ მედია გამოცემების რამდენიმე წარმომადგენელი "ხალხის მტრები არიან".
ტრამპმა ასევე თქვა, რომ, რეპორტიორებს ანონიმური წყაროების გამოყენების უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
დონალდ ტრამპი WHCA-ს წვეულებაზე 2011 წელს
დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის საღამოზე. 2011 წელი.
ფოტო: კადრი ვიდეოდან / CNN
2011 წელს, ბარაკ ობამამ, რომელიც თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის წვეულებას თავისი პრეზიდენტობის თითოეულ წელს ესწრებოდა, იხუმრა, რომ მისტერ ტრამპი თეთრ სახლს კაზინოდ გადააქცევდა, პრეზიდენტი რომ გამხდარიყო. წვეულებას ესწრებოდა თავად დონალდ ტრამპიც, რომელიც ბარაკ ობამას ხუმრობებით ნასიამოვნები არ ჩანდა.
ობამამ ასევე იხუმრა მის შესახებ გახმაურებულ ჭორებზე, რომლებიც ასევე ტრამპს უკავშირდებოდა, რომ ის ამერიკაში არ იყო დაბადებული.
მიუხედავად ვიდეოზე აღბეჭდილი ტრამპის რეაქციისა, მან შარშან განაცხადა, რომ 2011 წლის წვეულება პოზიტიურად დაამახსოვრდა.
არსებობს შეხედულება, რომ სწორედ 2011 წელს გამართულმა წვეულებამ უბიძგა ტრამპს, წასულიყო პოლიტიკაში და საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა

კომენტარები