აღმოაჩინე შენი სკოლა ტყეში — 10 რამ, რაც მწვანე სკოლის ახალ კამპუსზე უნდა იცოდეთ
ფოტო: მწვანე სკოლა
გაიხსენეთ თქვენი სკოლა: არა მასწავლებლები ან კლასელები, არამედ შენობა და მისი შემოგარენი. ალბათ, სიმწვანე ბოლო რამაა, რაც თავში მოგივათ. ჰო, ჩვენს სკოლებს ნამდვილად აკლდათ სიმწვანე, სათამაშო ადგილები და, ზოგადად, სივრცე კედლებს მიღმა. ჩვენს დროში ეს ტენდენცია იცვლება, თუმცა სკოლა პირდაპირ ტყეში — ამ მოცემულობის გათვალისწინებითაც კი თამამი და საინტერესო განაცხადია. ამგვარ გარემოში მოქმედი სკოლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში არ არსებობს.
2021 წლის სექტემბრიდან მწვანე სკოლას ნაძალადევის რაიონში ახალი კამპუსი ემატება. კამპუსი ისტორიულ რეკრეაციულ ზონაში, ხუდადოვის ტყეში მდებარეობს.
აი, 10 რამ, რაც ახალი სკოლის შესახებ უნდა იცოდეთ:
1. ახალი სკოლის ტერიტორია ხუთ ჰექტარ ტყე-პარკს მოიცავს
სკოლის მდებარეობა და ბუნებრივი ლანდშაფტი სრულიად უნიკალურია და ბავშვებს შეუძლიათ მთელი დღე ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ გარემოში გაატარონ. ისტორიულ ტყე-პარკს აქვს თავისი მიკროკლიმატი და არაჩვეულებრივი ხედი თბილისზე. ამ სკოლის მოსწავლეები ვერასდროს გაიგებენ, რას ნიშნავს სკოლის ეზოში, ცემენტზე გადატყავებული მუხლები.
2. სკოლა სადგურის მოედნიდან 150 მეტრში მდებარეობს
ფოტო: მწვანე სკოლა
ის, რომ შენობა ტყეშია განლაგებული, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქიდან მოშორებითაა. სკოლა სადგურის მოედნიდან 150 მეტრში მდებარეობს, სადაც მეტროს ყველა ხაზი იყრის თავს. შესაბამისად, ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან აქ მოსასვლელად 10-15 წუთია საჭირო. "სკოლისთვის იდეალური ადგილია, რადგან არის იზოლირებული და თან ცენტრში, მოსახერხებელ ადგილას საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. ეს იყო ის მიზეზები, რატომაც გადავწყვიტეთ, აქ გაგვეკეთებინა სკოლა", — გვეუბნება სკოლის დირექტორი, ბაკურ სულაკაური.
3. ახალი კამპუსი მწვანე სკოლის ქსელის ნაწილი იქნება
მწვანე სკოლა საქართველოს მასშტაბით 10 ახალი სკოლის გახსნას აპირებს. ექვსი სკოლა თბილისში განლაგდება, ოთხი კი — რეგიონებში, ეს იქნება გლდანში, დიდ დიღომში, ვარკეთილში, ორთაჭალაში, სავარაუდოდ, საბურთალოზე, ასევე დიდ ქალაქებში: რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.
4. ახალი ქსელის ფარგლებში ათი ათას ბავშვს ექნება საშუალება, გახდეს მწვანე სკოლის მოსწავლე, მათ განათლებაზე 1000-ზე მეტი მასწავლებელი იზრუნებს
ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ ბავშვს მიეცემა საშუალება, გამოსცადოს, რას ნიშნავს სკოლაში ინდივიდუალური მიდგომებითა და სწორად შერჩეული სასწავლო მასალით სწავლა. ისინი "მწვანე სკოლაში" იმ ცოდნას და უნარებს შეიძენენ, რაც დაეხმარებათ, ინტელექტუალური, ემოციური და ფიზიკური განვითარება მთელი ცხოვრების მანძილზე გააგრძელონ.
5. გარე აქტივობებისთვის უზარმაზარი სივრცეა გათვალისწინებული
იმის გამო, რომ ახალი კამპუსი ტერიტორიის ნაკლებობას არ უჩივის, გარე აქტივობებისთვის დიდი სივრცეა გამოყოფილი: დაწყებული სტადიონებითა და სათამაშო მოედნებით, დამთავრებული სპეციალური ფანჩატურებით, სადაც გაკვეთილები ღია სივრცეში ჩატარდება. შესაძლებელია ბევრ კლასს ერთდროულად, იზოლირებულ ღია სივრცეებში ჩაუტარდეს გაკვეთილები. მოსწავლეები ძალიან დიდ დროს გაატარებენ გარე სივრცეში, ბუნების წიაღში.
6. ახალი და ძველი კამპუსები ერთსა და იმავე პრინციპებზე იქნება დაფუძნებული
"ახალი სკოლის შემთხვევაში იმავე პრინციპებს ვიყენებთ, რასაც — დიღმის კამპუსში. არსებითად ეს ორი სკოლა არ განსხვავდება ერთმანეთისგან. საბოლოო ჯამში, ერთიანი სტანდარტი ექნება ყველა სკოლას. უკვე ათი წელია, მწვანე სკოლა არსებობს დიღომში და ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჩვენს მოსწავლეებს უყვართ სკოლაში სიარული და კარგი შედეგები აქვთ. ჩვენ უკვე 10 გამოშვება გვყავდა — არიან საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდები, რომელთაც მწვანე სკოლა აქვთ დამთავრებული და ნებისმიერ მათგანთან გასაუბრება გვიჩვენებს, რომ მათთვის სასკოლო გამოცდილება სასიამოვნო იყო. ასევე იქნება ახალ კამპუსშიც", — ამბობს ბაკურ სულაკაური.
7. მწვანე სკოლას მწვანე ბაღიც აქვს
მწვანე სკოლაში ბავშვის მიყვანა 3 წლიდან შეგიძლიათ ადრეული აღზრდის პროგრამაზე, შემდეგი საფეხური წინასასკოლო მომზადებაა 5-6 წლის ბავშვებისთვის, ამის შემდეგ კი — სკოლაა.
მწვანე ბაღში ბავშვები კვლევასა და აღმოჩენას იწყებენ. დღის განრიგი დაგეგმილია მათი ასაკისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობის გათვალისწინებით. ყოველდღიური აქტივობები ეხმარება ბავშვებს ენისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური, ფიზიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებში. დღის მანძილზე, ნებისმიერ ამინდში, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ეზოში თამაშს.
წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამა დაგეგმილია ისე, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტების, როლური თამაშის, ხატვის, ძერწვისა და სხვა სახალისო აქტივობების დახმარებით, სწავლობენ სტრუქტურირებულ გარემოში კონცენტრაციას, რითაც წინასწარვე ეგუებიან სკოლის გარემოს.
მშობლებს მოსწონთ მწვანე სკოლა, რადგან ბავშვებს უხარიათ სკოლაში სიარული და სწავლა. მთავარი ესაა. ჩვენი პრინციპი ისაა, რომ ბავშვებს უყვარდეთ სწავლა და უხაროდეთ სკოლაში სიარული არა იმიტომ, რომ მეგობარს ნახავენ, არამედ იმიტომ, რომ სასწავლო პროცესი მათთვის საინტერესოა.
8. წელს ახალი კამპუსი სამასი მოსწავლის მიღებას შეძლებს
როგორც მწვანე სკოლაში აცხადებენ, სკოლას მეტი მოსწავლის მიღების პოტენციალი აქვს, თუმცა ჯერჯერობით 300 მოსწავლით გადაწყვიტეს დაწყება.
9. მოსწავლეთა რეგისტრაცია დაწყებულია
ახალ კამპუსში მიღება უკვე გამოცხადებულია როგორც ადრეული აღზრდის, ასევე წინასასკოლო და სასკოლო საფეხურზე. პირველი ნაკადი, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ახალ კამპუსში სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს.
10. მაისის ბოლომდე დარეგისტრირების შემთხვევაში 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს
თუ სწორედ ახლა წყვეტთ, რომელ ბაღში ან სკოლაში მიიყვანოთ ბავშვი, მწვანე სკოლაზე არჩევანის შეჩერების შემთხვევაში მაისის ბოლომდე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
ფასდაკლების მისაღებად მიჰყევით ბმულს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა








კომენტარები