როგორ გადმოწერეს ვიდეოთამაში შანხაის ციდან — ვიდეო
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ნელ-ნელა, სატელევიზიო რეკლამას, ბილბორდებსა თუ შედარებით ახალ — ონლაინ რეკლამას შთამბეჭდავი კონკურენტი უჩნდება. მარკეტინგის მომავალი კი შეიძლება დრონებს დაუკავშირდეს.
ამის თქმის საფუძველს 17 აპრილს, შანხაიში გამართული შოუ გვაძლევს, რომელშიც 1500 დრონი მონაწილეობდა. დრონების დახმარებით იაპონური ვიდეოთამაშის Princess Connect! Re: Dive-ის ჩინეთში შესვლიდან ერთი წლის გასვლა აღნიშნეს, მომხმარებლებს კი, შანხაის ცაზე, დრონების შთამბეჭდავი შოუსთვის თვალის მიდევნების გარდა, მისი პრაქტიკული გამოყენებაც შეეძლოთ.
შოუს დასასრულს, ცაზე დრონებით QR კოდი "გამოისახა", რომლის დასკანირებაც შანხაელებს სმარტფონებით შეეძლოთ. კოდს კი ისინი თამაშის გადმოსაწერად, საიტზე გადაჰყავდა.
კომენტარები