ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსს, ფაქტობრივად, არ ავრცელებენ — კვლევა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც Moderna-ს და Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინებით არიან აცრილნი, ფაქტობრივად ვირუსის მატარებლები აღარ არიან.
"ვაქცინაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. დღეს CDC-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ ვაქცინირებულები ვირუსს არ ატარებენ. და ეს არა მხოლოდ კლინიკურ კვლევებში, არამედ რეალურ მონაცემებშიც აისახა." — განაცხადა CDC-ის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.
კვლევა 13 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და მის ფარგლებში ოთხი ათასამდე ვაქცინირებული პირი შეისწავლეს. ამასთან, ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების შანსები 90 პროცენტით შემცირდა.
როგორც მკვლევრები ამბობენ, მსგავსი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ნიშნავს, რომ ვირუსის დამარცხების გზა ვაქცინაციაზე გადის.
კომენტარები