ყოფილი მილიარდერი კაილი ჯენერი ფანებს თავისი სტილისტის გადასარჩენად ფულის შეგროვებას სთხოვს
ფოტო: GETTY IMAGES
განახლება: ყოველთვის ვცდილობ დახმარებას, როცა შემიძლია — კაილი ჯენერი კრიტიკოსებს პასუხობს
სემუელ რაუდა — სტილისტი, რომლის ცნობილ კლიენტებს შორის მილიონერი კაილი ჯენერიცაა, მარტში ავტოავარიაში მოყვა. ამის შემდეგ სამედიცინო ხარჯების დასაფარად მისმა ოჯახმა პლატფორმა GoFundMe-ზე ფულის შეგროვება დაიწყო. გულშემატკივრები ელოდნენ, რომ კაილი ჯენერი სტილისტის სამედიცინო ხარჯებს დაფარავდა, თუმცა, ამის მაგივრად, კაილიმ ინსტაგრამზე გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ სემ რაუდასთვის თანხა შეეგროვებინათ.
"გთხოვთ, ყველამ ილოცოთ სემისთვის, რომელიც გასულ კვირას ავარიაში მოყვა და ესტუმროთ მისი ოჯახის შექმნილ GoFundMe-ს", — წერს მილიონერი კაილი ჯენერი.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მიხედვით, კაილი ჯენერის ქონების ღირებულება $900 მილიონია. კაილიმ პლატფორმაზე სტილისტის დასახმარებლად $5 000 გადარიცხა. ამას საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და უამრავმა ადამიანმა გაღიზიანება ტვიტერზე გამოხატა:
"მოიცადეთ, ანუ კაილი ჯენერის სტილისტი ავტოავარიაში მოყვა და $60 000 ტვინის გადაუდებელი ოპერაციისთვის სჭირდებოდა და მან საკუთარ გულშემატკივრებს სთხოვა დახმარება? და შემდეგ მხოლოდ $ 5 000 გადარიცხა, როცა თავად მილიარდერია? არასწორ ადამიანებს აქვთ ფული."
"კაილი ჯენერმა ახალფეხადგმულ ბავშვს $15 000-ის ღირებულების ხელჩანთა უყიდა და ახლა საკუთარ გულშემატკივრებს სთხოვს ფულს."
"კაილი ჯენერი ისე გვთხოვს ფულს, თითქოს Forbes-ის სიაში ჩვენ მოვხვდით."
მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა და უარყოფითი რეაქციებისა, სემუელ რაუდას საზოგადოებამ უკვე თითქმის $100 000 შეუგროვა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტს კაილი ჯენერი Forbes-მა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა, რომელმაც ფული დამოუკიდებლად იშოვა, თუმცა 2020 წელს Forbes-მა კაილი ჯენერი სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კარდაშიან-ჯენერების ოჯახმა კაილის ქონების შესახებ Forbes-ს არასწორი ცნობები მიაწოდეს.
ამავე თემაზე:
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა

კომენტარები